მედიცინა

სალბის საოცარი თვისებები

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.11

სალბი
დაკოპირებულია

სალბისგან დამზადებული სავლები ეფექტურია ნუშურების, პირის ღრუს ლორწოვანის, ღრძილების ანთებისა და წყლულოვანი ცვლილებების დროს. სავლები ასე მზადდება: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ სალბს დაასხით 250 გრამი მდუღარე წყალი და 10 წუთით დააყენეთ.

სალბის სავლები მდიდარია ეთერზეთებით, დასალევ ნახარშში კი ისინი არ უნდა იყოს, ამიტომ მისი მომზადებისას ბალახი ხუთ წუთს მაინც უნდა ადუღოთ, მერე კი აუცილებლად გაფილტროთ. სალბის ნახარშის მიღება რეკომენდებულია დღეში ორი ჭიქის ოდენობით, მცირე ყლუპებით.

გინეკოლოგიური დაავადებების დროს ეფექტურია სალბის თბილი „დასაჯდომი“ აბაზანები.

მწერის ნაკბენის დროს მტკივან ადგილას სალბის ფოთლის საფენის დადებაა რეკომენდებული.

ბრონქიტის დროს აიღეთ მომინანქრებული ჭურჭელი, ჩაასხით ერთი ჭიქა რძე, ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული სალბი, დააფარეთ თავსახური და რამდენიმე წუთით შედგით ნელ ცეცხლზე, შემდეგ გაფილტრეთ. სვით თბილ-თბილი.

კოლიტის დროს აიღეთ 2 ჩაის კოვზი სალბის ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 20 წუთით და გაფილტრეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

სალბის ნახარშის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულთათვის. ასევე, დაუშვებელია სალბისგან დამზადებული სამკურნალო საშუალებების დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენება.

სალბის ნაყენის მისაღებად 10 გრამი (2 სადილის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. გადაწურეთ, დარჩენილი მასაც გამოწურეთ და მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. გამოიყენება პირის ღრუში, ყელში გამოსავლებად. სალბის ნაყენში დასველებული დოლბანდის საფენები გამოიყენება კანის დაზიანების, ჭრილობების, დამწვრობის, მოყინვის დროს. სალბის ნაყენის მიღება ამცირებს ოფლის გამოყოფას. ამიტომ ურჩევენ მის მიღებას ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში.

სალბის ნაყენს იყენებენ აგრეთვე, როგორც კოსმეტიკურ საშუალებას ფერიმჭამელების სამკურნალოდ. ამისათვის ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ არაუმეტეს 5 წუთისა. იყენებენ თბილი საფენების სახით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა