მედიცინა

სალბის საოცარი თვისებები

№1

ავტორი: ნინო კანდელაკი 14:00 13.01, 2023 წელი

სალბი
დაკოპირებულია

სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთლები, რომელთაც ყვავილობის პერიოდში კრეფენ. გამხმარი სალბი თავისებურ, სასიამოვნო სურნელს გამოსცემს. მისი არომატი განსაკუთრებით გასრესისას ძლიერდება. მცენარეს მომწარო და რამდენადმე მწკლარტე გემო აქვს. ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია ეთერზეთებით, ფიტონციდებით, მთრიმლავი და ფისოვანი ნივთიერებებით, რომლებსაც ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის საწინააღმდეგო აქტიური მოქმედება ახასიათებს.

სალბის პრეპარატებს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნის კლიმაქტერული პერიოდის სიმპტომებს. ხმელი ფოთლების ნაყენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას. ხალხურ მედიცინაში სამკურნალო სალბი გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების, წყლულოვანი დაავადებების, ენტეროკოლიტის, ბრონქიტისა და კუჭის გაღიზიანების დროს.

ივნის-ივლისში, ყვავილობის დროს, როცა სალბის ყვავილედები იწყებს გამუქებას, აგროვებენ ტოტების ზედა ნაწილებს: ფოთლების, ყვავილებისა და პატარა ღეროების ნარევს.

სალბის ფოთლები ოდნავ დაშვებული, ხოლო ღეროები – ბუსუსებიანია, მათზე შეიძლება გაჩნდეს მტვერი და ჭუჭყი. ამიტომ, კარგი იქნება თუ ნედლეულს წვიმიდან მეორე დღეს მოკრეფთ, ან, თუ მშრალი ზაფხულია, კარგად გარეცხავთ მოკრეფილ ნედლეულს.

შემდეგ სალბის ნაწილები დაალაგეთ 10-15-სანტიმეტრიან ფენად მარლაზე და გამოაშრეთ არაუმეტეს +35° G-ზე, სპეციალურ საშრობში ან სხვენში. მშრალ ამინდში კი შეგიძლიათ ფანჩატურის ქვეშ, ნახევარჩრდილში გამოაშროთ. როგორც წესი, ეს პროცესი არაუმეტეს 1-2 დღე გრძელდება, რათა მცენარიდან სასარგებლო ნივთიერებები და ეთერზეთები არ აორთქლდეს. თუ ღეროები და ფოთლები მარტივად იფშვნება, ნედლეული მზადაა.

სალბის ნაყენი

2 აადილის კოვზ ნაკრებს დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი. დააყენეთ 15 წუთით სითბოში და გადაწურეთ. ანგინისა და სტომატიტის დროს გამოივლეთ ყელსა და პირში დღეში რამდენჯერმე. შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ჩაი.

სალბის ნახარში აბაზანის დეზინფექციისთვის

თუ საუნაში ასეთ ინჰალაციას მოაწყობთ, შეძლებთ სასუნთქი ორგანოების დეზინფიცირებას. ამაში დაგეხმარებათ სამკურნალო ბალახების ნახარში, რომელიც გავარვარებულ ქვებს უნდა დაასხათ.

ნაკრების მოსამზადებლად აიღეთ 2 წილი სალბი, 2 წილი ანისულის თესლი, 2 წილი ფიჭვის კვირტები, 2 წილი მუხუდოს თესლი, 2 წილი ვირისტერფას ხმელი ფოთლები, 2 წილი თავშავა, 1 წილი მურყანი, 1 წილი ნეგოს ხმელი ყვავილები.

კომპონენტებს მოურიეთ და მოათავსეთ შუშის ჰერმეტულ ქილაში. ერთჯერადი გამოყენებისთვის ჩაყარეთ პატარა ქვაბში 2 სადილის კოვზი ნაკრები, დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე 15 წუთით. შემდეგ დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ. დაწურეთ დარჩენილი მასაც საცერზე და დაუმატეთ 1 ლიტრი ცხელი წყალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი