მედიცინა

როგორ ვუშველოთ მწვავე ქოლეცისტიტს

№53

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.01

ქოლეცისტიტი
დაკოპირებულია

მწვავე ქოლეცისტიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა მხარეს, რომელიც  მარჯვენა მხრისკენ ვრცელდება. ამ მდგომარეობაში მყოფი მუცელი ძალიან მგრძნობიარე ხდება შეხებასა და ღრმად სუნთქვაზეც კი. 

თუ სხვა მიზეზებით გამოწვეული მუცლის ტკივილი შეიძლება, გაძლიერდეს ან შესუსტდეს, მწვავე ქოლეცესტიტთან დაკავშირებული ტკივილი არც მსუბუქდება და არც ძლიერდება, რამდენიმე საათის განმავლობაში უცვლელია.
ქოლეცისტიტს, ასევე, რამდენიმე სხვა სიმპტომიც ახასიათებს:
➖მაღალი ტემპერატურა, ცხელება;
➖კანისა და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე;
➖ოფლიანობა;
➖მადის დაკარგვა;
➖მუცლის გაბერვა;
➖გულისრევის შეგრძნება და ღებინება.
გახსოვდეთ, რომ მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ყოველთვის არ უკავშირდება ნაღვლის ბუშტის პათოლოგიას. არსებობს მწვავე თუ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების მთელი რიგი, რომლებსაც მსგავსი სიმპტომატიკა ახასიათებს. მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯას, მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები, პანკრეატიტი.

ბუნებრივი საშუალებები, რომელიც მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:
✔️ნახევარ-ნახევარი კილოგრამი სტაფილო და ქიშმიში გაატარეთ. დაუმატეთ 500 გრამი თაფლი, აურიეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ თითო სადილის კოვზის ოდენობით;
✔️თითო-თითო კილოგრამი თეთრი ხახვი და შაქარი წამოადუღეთ წყალში და მიიღეთ რამდენსაც შეძლებთ.
✔️300 გრამი ნედლი ან ხმელი ვარდკაჭაჭა ხარშეთ სამ ლიტრ წყალში, სანამ ლიტრ-ნახევარმდე არ შემცირდება. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ ასი გრამის ოდენობით;
✔️ორი სუფრის კოვზი სააფთიაქო კამის თესლს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. დააყენეთ ოცდაოთხი საათი. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ას-ასი გრამი დღეში სამჯერ;
✔️არაჩვეულებრივი საშუალებაა ანწლი. ორ კილოგრამ ანწლის მწიფე ნაყოფს დაამატეთ ორი კილოგრამი შაქრის ფხვნილი და დადგით მზეზე. მიღებული ნაყენი მიიღეთ 50 გრამი დღეში სამჯერ;
✔️აიღეთ ათი ცალი თესლგაცლილი ლიმონი და დაკეპეთ კანიანად. დაუმატეთ ნახევარი კილოგრამი მაისის თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე ერთი სადილის კოვზის ოდენობით;
✔️აიღეთ ერთი მუჭა ქრისტესისხლას ფოთოლი. დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი და ერთი ღამე გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 100 მილილიტრი დღეში 3-ჯერ;
✔️აიღეთ ოთხი ცალი ყვითელი ზაფრანა. დაასხით ხუთი ჩაის ჭიქა მდუღარე და ადუღეთ სამი წუთი. გააჩერეთ 24 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი მიიღეთ 50 მილილიტრის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგი ერთი კვირა შეისვენეთ და გაიმეორეთ ისევ ერთი კვირის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...