მედიცინა

როგორ ვუმკურნალოთ ანგინას

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.01, 2021 წელი

ანგინა
დაკოპირებულია

ანგინის სამედიცინო სახელწოდებაა მწვავე ტონზილიტი, ყელისა და გლანდების ჩირქოვანი ანთება. ისიც ვიცით, რომ გლანდები იმუნურ ბარიერად გვევლინება ინფექციების დროს და  მთელ ბაქტერიულ დარტყმას საკუთარ თავზე იღებს. სწორედ, ანთება და დაჩირქება არ აძლევს ბაქტერიებს ორგანიზმში მოხვედრის საშუალებას.

ანგინა - სიმპტომები

⭕ გლანდის ნუშურას გადიდება

⭕ ბავშვებში – ყურის ტკივილი და ცხვირიდან გამონადენი

⭕ ნელ-ნელა მატულობს ტკივილი ყელში

⭕ სახსრებში ტეხვა

⭕ ლიმფური კვანძების გადიდება

⭕ საერთო სისუსტე

⭕ ნადები გლანდებზე

⭕ ყლაპვის დროს ტკივილი

⭕ ყლაპვის გაძნელება, რომელმაც შეიძლება, პირიდან ნერწყვის უკონტროლო გადმოდინება გამოიწვიოს

⭕ ხმის ცვლილება ან ლაპარაკის გაძნელება

⭕ ცუდი სუნი პირის ღრუში

ანგინით შესაძლოა, დაავადდეთ ძლიერი გაციებისას და ფეხების დასველებისას. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ კონდიციონერის ქვეშ დიდ დროს გაატარებთ და ზაფხულში სწრაფად გასაგრილებლად ძალიან ცივ სითხეს მიირთმევთ.

ანგინა - მკურნალობა

👉 თუ ანგინა გაქვთ, აუცილებელია, ლოგინში ჩაწვეთ და იმკურნალოთ. გახსოვდეთ ისიც, რომ თქვენი მდგომარეობა გადამდებია და ამიტომ, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.

👉 თუ თქვენი ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსზე ნაკლებია, მაშინ არაა საჭირო სიცხის დამწევი საშუალებების მიღება. გახსოვდეთ, რომ მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის იმუნური რეაქციაა და ამ დროს ბაქტერიები ნადგურდება.

👉 თუ ყელი გტკივათ, გლანდები დაჩირქებული გაქვთ და დაბალი ტემპერატურა გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი დახმარებას საჭიროებს. ის დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება ანგინას და ინფექცია სხვა ორგანოებზეც ვრცელდება. ამ მდგომარეობაში აუცილებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. თუმცა, მათი საკუთარი ინიციატივით გამოყენება დაუშვებელია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

👉 ანგინის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია გლანდებზე არსებული ჩირქის თავიდან მოშორება. ამისთვის გამოიყენეთ მარტივი სავლებები, წყალში გახსნილი სოდა, ან მარილი, რომელსაც იოდის წვეთს დაამატეთ. კარგია გულყვითელას ნაყენი.

👉 არ დაივიწყოთ, რომ მათი მიღების შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში არ უნდა ჭამოთ საჭმელი და არც სითხე დალიოთ. ზოგადად კი, მიიღეთ ბევრი სითხე.

პროფილაქტიკა:

დაიცავით თავი გადაციებისგან, კარგია კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძების მასაჟის გაკეთება;
უარი თქვით:

❗ ბევრი ნაყინის ჭამაზე

❗ თამბაქოზე

❗ ცივი სასმელების ჭარბ მიღებაზე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი