მედიცინა

ექიმის რჩევები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ჭამამდე მაქვს თავბრუსხვევა, გულის აჩქარება, თავს შეუძლოდ ვგრძნობ. შევჭამ და გიმივლის. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ჰიპოგლიკემიას ანუ სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას უკავშირდება, რაც კვების შემდეგ მდგომარეობის სწრაფ გაუმჯობესებას ხსნის. ამ მდგომარეობას ხშირად იწვევს ხანგრძლივი შუალედები კვებას შორის, გადაღლა ან გარკვეული მეტაბოლური ცვლილებები, თუმცა, ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და გლუკოზის დონის შემოწმება.

კითხვა: ჩემს 15 წლის გოგონას ბოლო 1-2 თვეა უსივდება ხელის თითები და შესიებულ ადგილებზე აქვს ტკივილები. ვის შეიძლება მივმართო? ან ასაკობრივში ხომ არ ითვლება ეს სიმპტომები?

პასუხი: აუცილებელია რევმატოლოგთან ვიზიტი.

კითხვა: წლებია, ფეხზე მაქვს მუქი ლაქა, რომელიც იზრდება. მუხლთან ფეხის თითებამდე ჩავიდა. არანაირად არ მაწუხებს. ბიოფსიით დამიდგინდა კანის სკლეროდერმია. ანალიზი ana-84 იყო პასუხი. დამინიშნეს 1 თვე მალამო და შეიძლება, შემდეგ მეტოტრექსატი დაგინიშნოთო. რამდენად საჭიროა რევმატოლოგთან კონსულტაცია? შინაგანი ორგანოები არ გამიკონტროლებია. სისხლის საერთოს ყველა პასუხი კი ნორმის ფარგლებში ოყო.

პასუხი: დიახ, რევმატოლოგის კონსულტაცია აუცილებელია. კანის სკლეროდერმია (მორფეა) ხშირად მხოლოდ კანით შემოიფარგლება, თუმცა ANA-ს მაღალი მაჩვენებელი და ლაქის გავრცელება მუხლიდან ტერფამდე მიანიშნებს ხაზოვან ფორმაზე, რომელიც სიღრმისეულ ქსოვილებსაც შეიძლება ეხებოდეს. რევმატოლოგმა უნდა შეაფასოს სისტემური პროცესის რისკი, შეამოწმოს სახსრებისა და შინაგანი ორგანოების მდგომარეობა და გადაწყვიტოს მეტოტრექსატის საჭიროება, რადგან ეს პრეპარატი სისტემური მოქმედებისაა. მხოლოდ დერმატოლოგის მეთვალყურეობა ასეთ დროს საკმარისი არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი