მედიცინა

როგორ ვიმკურნალოთ წითელი ღვინით

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.01, 2022 წელი

წითელი ღვინო
დაკოპირებულია

როგორც ცნობილია, წითელ ღვინოს აქვს დამამშვიდებელი თვისება. ის მოგიხსნით დაღლილობას. ასევე, მას აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედებაც. დაიმახსოვრეთ, ღვინით მკურნალობის დროს ის რაოდენობა უნდა მიიღოთ, რაც თრობას არ გამოიწვევს. წითელი ღვინო – ეს გახლავთ „სისხლი ჭიქაში“. ის გამოიყენება ანემიისა და სისხლის სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს. ბევრ კლინიკაში, სადაც გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, სისტემური დაავადებების მქონე პაციენტები მკურნალობენ, ექიმები მათ რაციონში მცირე რაოდენობით წითელ ღვინოს რთავენ, რაც ორგანიზმს სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

დოზირება წითელი ღვინით მკურნალობის დროს: იმისთვის, რომ ღვინოს ჰქონდეს სამკურნალო და არა მავნე ზემოქმედება, საჭიროა ზომიერების დაცვა. ყოველდღიურად მიირთვით მხოლოდ 50 მილილიტრი ღვინო, ეს გახლავთ 3 სადილის კოვზის ოდენობის. თქვენ შეგიძლიათ, დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთვათ მთელი დოზა ან გაანაწილოთ სამად და 3-ჯერ დალიოთ თითო სადილის კოვზი. ეს აუცილებლად ჭამასა და ჭამას შორის შუალედში გააკეთეთ.

ანემიისა და სისხლდენის დროს: ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე დალიეთ თითო ჭიქა წითელი ღვინო.

გაციების, პნევმონიისა და ვირუსული ინფექციების დროს: დღეში 3-4-ჯერ დალიეთ 50 მილილიტრი ღვინო. ის ნახევარ ჭიქა წყალში გააზავეთ და 1 სადილის კოვზი თაფლი დაუმატეთ.

ტუბერკულოზის დროს: ყოველდღე უნდა მიიღოთ 50 მილილიტრი თბილი წითელი ღვინო.

დიარეის დროს: ასევე, დღეში 50 მილილიტრი სუფთა წითელი ღვინო უნდა დალიოთ. მას შემკვრელი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.

უძილობისა და შფოთიანობის დროს: დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეთ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი 30 მილილიტრი წითელი ღვინო.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ადამიანები, რომლებიც დღეში დაახლოებით 150 მილილიტრ წითელ ღვინოს იღებენ, გულის დაავადებათა განვითარების 32 პროცენტით დაბალი რისკი აქვთ.

წითელ ღვინოს შეუძლია:

✔️ გაზარდოს სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL), ანუ „კარგი“ ქოლესტეროლის დონე;

✔️ შეამციროს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL), ანუ „საშიში“ ქოლესტეროლის დონე და ამით არტერიების დაზიანების პრევენცია მოახდინოს;

✔️ ხელი შეუშალოს სისხლში თრომბების წარმოქმნას;

✔️ გააუმჯობესოს ენდოთელიუმის (სისხლძარღვების ამომფენი შრის) უჯრედების ფუნქცია.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც დღეში 1-2 ჭიქა წითელ ღვინოს სვამდნენ, HDL-ის ანუ სასარგებლო ქოლესტეროლის დონემ 4 კვირაში 11-16 პროცენტით მოიმატა, ვიდრე მათ ორგანიზმში, ვინც ღვინის ნაცვლად წყალს ან წყლისა და ყურძნის ექსტრაქტის ნაზავს იღებდა.

წითელი ღვინო სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც უკვე ემუქრება გულის პათოლოგიების მაღალი რისკი, მაგალითად, ხანში შესულთათვის. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ დღეში 1-2 ჭიქა წითელი ღვინის კვირაში 3-4-ჯერ მიღებას შეუძლია, შუახნის მამაკაცებთან ინსულტის განვითარების რისკი შეამციროს. ერთმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ დღეში 2-3 ჭიქა ალკოჰოლგამოცლილი წითელი ღვინო არტერიულ წნევას არეგულირებს. წითელი ღვინის ზომიერი მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს.

ონკოლოგიური დაავადებები

კვლევების თანახმად, წითელი ღვინის ზომიერ მიღებას ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკის შემცირებაც შეუძლია, მათ შორის – კოლინჯის, საკვერცხეებისა და პროსტატის სიმსივნეების. დაკვირვებამ ისიც აჩვენა, რომ წითელი ღვინის მომხმარებლებში ფილტვის კიბო შედარებით იშვიათია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი