მედიცინა

როგორ უნდა გავუმკლავდეთ გასტრიტს

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.07, 2022 წელი

გასტრიტი
დაკოპირებულია

გასტრიტის განვითარებას ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება – ალკოჰოლური სასმლის ხშირი გამოყენება, შემწვარი და გადამუშავებული პროდუქტების მიღება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, როგორიცაა ასპირინი და იბუპროფენი ან ბაქტერია Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციები.

თუ მალე გსურთ გასტრიტის შემაწუხებელი სიმპტომების მოხსნა, მიმართეთ საუკეთესო ხალხურ სამკურნალო საშუალებებს.

პიტნა – ამ მცენარეს აქვს არაჩვეულებრივი ანტიბაქტერიული, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. სწორედ ამიტომ, პიტნა ფანტასტიკურად ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას. დაგჭრიდებათ 1 ჩაის კოვზი პიტნის ფოთლები, 400 მილილიტრი წყალი, ცოტა თაფლი. გააცხელეთ წყალი ადუღებამდე, დაუმატეთ პიტნის ფოთლები და 10 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და დაუმატეთ თაფლი. დალიეთ დღეში 2 ფინჯანი ჩაი, ჭამის შემდეგ, რათა გასტრიტის უსიამოვნო სიმპტომები უმოკლეს ვადაში მოიშოროთ.

გვირილა – გვირილას აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. სწორედ ამიტომ ის ძალიან კარგად აქრობს ტკივილს, ებრძვის ღებინებას და ამცირებს მუცლის შებერილობას. ინგრედიენტები: 1 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილები, 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი, რამდენიმე პიტნის ფოთოლი. ინგრედიენტები მოათავსეთ თერმოსში. დაასხით 1 ლიტრი ძალიან ცხელი წყალი და გააჩერეთ15 წუთით, შემდეგ გადაწურეთ. პროფილაქტიკის მიზნით მიირთვით დღეში 1–2 ფინჯანი ჩაი. თუ გასტრიტის სიმპტომებს ებრძვით, მაშინ დღეში 2–3 ფინჯანი ამოცანას უმოკლეს ვადაში გაუმკლავდება.

კოჭა – ეს ნატურალური ინგრედიენტი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს. მისი შეძენა ნებისმიერ სუპერმარკეტში შეგიძლიათ. ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებების დამსახურებით ის ძალიან კარგად უმკლავდება შეშუპებასა და მუცლის ტკივილს. სწორედ ამიტომ მას ხშირად გამოიყენებენ კუჭ-ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ. ინგრედიენტები: 1 ჩაის კოვზი ახალი კოჭის ფესვი, 1 ლიტრი წყალი, ცოტა თაფლი. აადუღეთ წყალი, ჩააგდეთ კოჭას პატარა ნაჭერი და ნაყენი ცეცხლიდან გადმოდგით. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ დაუმატეთ თაფლი და დალიეთ პატარა ყლუპებით. ასეთი ჩაი შეგიძლიათ, მიიღოთ 1 კვირის განმავლობაში, დღეში – 1 ფინჯანი.

გასტრიტის, დიზენტერიისა და ქრონიკული შეკრულობის დროს

👉დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 1-2 თვე;.

👉 კვლევების თანახმად, თუ რეგულარულად მიირთმევთ მწვანე ან გვირილის ჩაის, 40%-ით ამცირებთ გასტრიტის განვითარების რისკს. ვინაიდან ორივე მცენარეს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს;

👉 თქვით უარი რძეზე, ასევე რძის ნაწარმზე, ისინი ბაქტერიების გამრავლებას უწყობენ ხელს. კუჭს გაგიღიზიანებთ სუნელებიანი საკვები და ძმარი, მათ შორის ვაშლის ძმარიც. არ მიირთვათ პომიდორი. დაივიწყეთ სწრაფი კვების ობიექტები და ალკოჰოლი;

👉 გაღვიძებისთანავე შეგიძლიათ ნიახურის წვენი დალიოთ, ის კლავს ჰელიკობაქტერიას, ასევე, აღადგენს კუჭის ნორმალურ მჟავიანობას. სასარგებლოა ქოქოსის წყალი, დღის განმავლობაში – 2 ფინჯანი. ის ტუტიანობას აღადგენს, ამშვიდებს და ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი