როგორ შევინარჩუნოთ ნაწლავის ჯანმრთელობა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.08
ნაწლავების ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიკრობიომი, რომელიც წარმოადგენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს, მნიშვნელოვანია საკვების დასაშლელად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მიკრობიომის დისბალანსმა შეიძლება, გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევები, დასუსტებული იმუნიტეტი და არაერთი დაავადების სიხშირე.
არსებობს რამდენიმე მარტივი წესი ნაწლავების ჯანმრთელობისთვის, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
ყველაზე მარტივი ჩვევა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ნაწლავის ჯანმრთელობაზე, არის დღის დაწყება წყლით. წყალი არა მხოლოდ ანაწილებს საკვებ ნივთიერებებს მთელს სხეულში, ის ხელს უწყობს თქვენი ნაწლავის მიკრობიომის ჯანმრთელობას.
ჰიდრატაციის შენარჩუნება ხელს უწყობს ნაწლავის მოძრაობის გაუმჯობესებას, ამცირებს შებერილობას. ყავის წინ წყლის დალევა ნაწლავების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
საუზმე მნიშვნელოვანი კვებაა და კარგი გზაა ნაწლავების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ნაწლავის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო გზაა სხვადასხვა მცენარეული საკვების ჭამა. დაიწყეთ დღე შვრიის საუზმით, ხილის, თხილეულისა და მარცვლეულის ნაზავით. ეს კვებავს ნაწლავის მიკრობიომს.
მცენარეულ საკვებში შემავალი ბოჭკო, რომელიც ასევე, ცნობილია როგორც პრებიოტიკი, კვებავს ნაწლავში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს, ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას.
ბოჭკოვანი საუზმის მიღება ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, ამცირებს სისხლში შაქრის მატების რისკს და ინარჩუნებს ენერგიის სტაბილურ დონეს მთელი დილის განმავლობაში. ამან შეიძლება, დადებითად იმოქმედოს საერთო ჯანმრთელობასა და განწყობაზე, ასევე ხელი შეუწყოს ნაწლავსა და ტვინს შორის ჯანსაღ კავშირს.
გახსოვდეთ, სტრესი პირდაპირ გავლენას ახდენს ნაწლავების ჯანმრთელობაზე. თუ დილით გაღვიძებისთანავე ხელში აიღებთ ტელეფონს, შესაძლოა, ამან გაზარდოს სტრესი. დილით მედიტაცია, იოგა, მცირე გასეირნება სასარგებლოა დღის დასაწყებად.
უბრალო ჩვევა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას დღის დასაწყებად, არის ფიზიკური აქტივობა. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს სიარული თუ ვარჯიში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან