მედიცინა

როგორ მოვიშოროთ ყელიდან და ცხვირიდან ლორწო

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.07, 2022 წელი

ლორწო ყელიდან და
ცხვირიდან
დაკოპირებულია

ხველისა და სუნთქვის პრობლემების ძირითადი მიზეზი ცხვირისა და სასუნთქი გზების ობსტრუქციაა, რომელსაც ნახველს უწოდებენ.

ნახველი წებოვანი ნივთიერებაა, რომელიც სასუნთქი სისტემის მიერ გამოიყოფა, როგორც თავდაცვის საშუალება. ლორწოს როლი ყველა იმ მტვრის, ჭუჭყისა და ალერგენების შეგროვებაა, რომლებიც სასუნთქ გზებში გარედან ხვდებიან. ცხვირ-ხახის ორგანოების დაავადების დროს ძალიან ბევრი ლორწო გამოიყოფა, რაც ხველას და რინიტს იწვევს.

ორგანიზმიდან ჭარბი ლორწოს მოშორება ხალხური საშუალებებითაცაა შესაძლებელი.

მარილიანი წყალი

გულმკერდის ტკივილის შესამცირებლად და ლორწოს მოსაშორებლად ყელში თბილი, მარილიანი წყალი გამოივლეთ – 1 ჭიქა გაფილტრულ წყალს დაუმატეთ 1/2-დან 3/4-მდე ჩაის კოვზი მარილი და სრულ გახსნამდე კარგად აურიეთ. დაიგუბეთ პირში ცოტა ხსნარი და თავი უკან გადასწიეთ. ხსნარი ყელში უნდა გამოივლოთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ. შემდეგ ცოტა ხნით ყელშიც დაიგუბეთ. პროცედურა დღეში ორჯერ ჩაიტარეთ.

ორთქლის შესუნთქვა

ორთქლის შესუნთქვა ლორწოს შლის ფილტვებში და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამოდევნას. ცხელი წყლით სავსე ქვაბში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი ბეგქონდარა და როზმარინი და ცეცხლიდან გადმოდგით. თავზე დაიფარეთ პირსახოცი და დაიწყეთ ორთქლის შესუნთქვა. პროცედურა გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.

ლორწო რომ დაშალოთ, მიიღეთ ცხელი აბაზანა დღეში 2-ჯერ. ეფექტის გასაძლიერებლად წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი; მაგალითად, ჩაის ხის ზეთი. მას ძლიერი ანტიმიკრობული ეფექტი აქვს.

კურკუმა

კურკუმას აქტიური ინგრედიენტი კურკუმინია, რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, აქტიურად ანადგურებს ბაქტერიებს და ამცირებს ლორწოს, ამასთან აძლიერებს იმუნურ სისტემას.

1 ჩაის კოვზი კურკუმა გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში, დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და აურიეთ. რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ და გულმკერდიდან ლორწოს მოსაშორებლად დღეში 3-ჯერ ყელში გამოივლეთ.

თაფლი და ლიმონი

ლიმონისა და თაფლის კომბინაცია რესპირატორულ პრობლემებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, რადგან მას ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

1 სადილის კოვზი თაფლი და 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ და ნარევი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

კოჭა

კოჭას ძლიერი ამოსახველებელი, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს და კარგია ყელისა და მკერდის სტაგნაციის სამკურნალოდ, ასევე, სუნთქვის პრობლემებისა და ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამიტომ, შეჭამეთ დღეში 3-4 ნაჭერი კოჭა ან დალიეთ რამდენიმე ჭიქა კოჭას ჩაი.

კოჭას ჩაის მოსამზადებლად ცხელი წყლით სავსე ქვაბს დაამატეთ 6 ნაჭერი კოჭა და 1 ჩაის კოვზი წიწაკა. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთი. როცა გაგრილდება, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.

ამ პროდუქტების დახმარებით არა მხოლოდ სწრაფად აღდგენას შეძლებთ, არამედ თავიდან აიცილებთ დაავადებებსაც. სწორედ ამიტომ, მოიხმარეთ ხშირად წლის ნებისმიერ დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი