მედიცინა

როგორ მოვიქცეთ პანიკური შეტევის დროს

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.01, 2023 წელი

პანიკური შეტევა
დაკოპირებულია

პანიკური შეტევა ფსიქონევროლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს ძლიერი, უკონტროლო შიში ეუფლება. ასეთი რამ უმეტესად ისტერიკული ტიპის ადამიანებს მოსდით. პანიკური შეტევა შეიძლება უცაბედად, აშკარა მიზეზის გარეშე განვითარდეს, თუმცა უმეტესად მას ერთგვარი ფსიქოემოციური სტრესი უძღვის წინ. პანიკური შეტევის ამოცნობა რთული არ არის, ის იმდენად მკაფიოდაა მანიფესტირებული, შეუძლებელია გამოგვრჩეს. მას კლინიკური პოლიმორფიზმი ახასიათებს, თუმცა პაციენტების უმრავლესობას უჭირს სუნთქვა, ეუფლება მოხრჩობის, შფოთვის შეგრძნება, ერთ ადგილას ვერ ჩერდება, ითხოვს შველას. რა შეიძლება ვიღონოთ ამ დროს? უნდა ვეცადოთ, ჩვენც არ გადმოგვედოს პანიკა, ზედმეტი ხალხი გავარიდოთ, – რაც უფრო მეტად მოექცევა ადამიანი ყურადღების ცენტრში, მით მეტ სტიმულს იღებს და მისი მდგომარეობაც მით უფრო მძიმდება. შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ექიმი გამოვიძახოთ. ლავანდა ცნობილი დამამშვიდებელი და სტრესის მომხსნელი საშუალებაა. ეს დაგეხმარებათ სხეულის მოდუნებაში. თუ იცით, რომ პანიკის შეტევებისადმი ხართ მიდრეკილი, თან ატარეთ ლავანდის ეთერზეთი და შეტევის დროს უყნოსეთ. შეგიძლიათ დალიოთ ლავანდის ან გვირილის ჩაიც.

პანიკის შეტევები ზოგადად ხანმოკლეა, 10 წუთზე ნაკლებია, თუმცა ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს. თუ ადამიანს ხშირად აქვს პანიკის შეტევა, ეს მიანიშნებს შფოთვით აშლილობაზე.

პანიკის შეტევები 2-ჯერ უფრო მეტ ქალს ემართება, ვიდრე მამაკაცს და სიმპტომები, როგორც წესი, ადრეულ მოზრდილობაში იწყება. ჯერჯერობით, არ არის დადგენილი რა იწვევს პანიკურ აშლილობას. თუ ადამიანს აქვს პანიკური შეტევებისადმი ბიოლოგიური მოწყვლადობა, შეიძლება გამოუვლინდეს ცხოვრების მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს, როგორიცააა: დაქორწინება, ბავშვის გაჩენა, პირველი სამსახური... და ძლიერი სტრესის დროს. არსებობს მოსაზრება, რომ შფოთვითი აშლილობა გენეტიკურია.

ისუნთქეთ ღრმად

ღრმად ჩაისუნთქეთ პირით, იგრძენით ჰაერი როგორ ავსებს ნელა თქვენს მკერდსა და მუცელს და შემდეგ უფრო ნელა ამოისუნთქეთ. ჩასუნთქვისას დაითვალეთ ოთხამდე, წამით შეისვენეთ და ამოისუნთქეთ ოთხამდე დათვლით.

ყურადღება მიმართეთ ერთ საგანზე

აირჩიეთ ერთი საგანი ოთახში და დააკვირდით მის ფორმას, ფერს, ზომას. მთელი ყურადღება გადაიტანეთ მასზე და შესაძლოა, ამ გზით პანიკის სიმპტომები განმუხტოთ.

გამოიყენეთ კუნთების მოდუნების ტექნიკა

ნელ-ნელა მოადუნეთ სხეული ფეხის თითებიდან შუბლამდე. ღრმა სუნთქვის მსგავსად, კუნთების მოდუნების ტექნიკას შეუძლია, შეაჩეროს პანიკური შეტევა თქვენი სხეულის მაქსიმალურიკონტროლით.

წარმოიდგინეთ თქვენი ბედნიერი ადგილი

შეეცადეთ, წარმოიდგინოთ თქვენი საყვარელი ადგილი და მაქსიმალურად გაამახვილოთ ყურადღება დეტალებზე. წარმოიდგინეთ თითების თბილ ქვიშაში ჩაძირვა, ან ფიჭვის ხეების მკვეთრი სურნელის შეგრძნება.

ეს ადგილი უნდა იყოს მშვიდი, წყნარი და მომადუნებელი – ხმაურიანი ქუჩები არ გამოგადგებათ, რაც არ უნდა გიყვარდეთ ეს ქალაქები რეალურ ცხოვრებაში.

გააცნობიერეთ, რომ პანიკის შეტევა გაქვთ

იმის აღიარებით, რომ გულის შეტევის ნაცვლად პანიკის შეტევა გაქვთ, შეგიძლიათ, შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს დროებითია, გაივლის და თქვენ კარგად ხართ.

დახუჭეთ თვალები

შეტევას ამძაფრებს გადაღლა ბევრი გარე სტიმულით. დახუჭეთ თვალები, რათა გაგიმარტივდეთ სუნთქვაზე ყურადღების გადატანა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი