მედიცინა

როგორ გავზარდოთ ჰემოგლობინის დონე

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.01

ჰემოგლობინი
დაკოპირებულია

სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას ანემიას უწოდებენ. ის ვითარდება სისხლის დაავადებისას, რომელსაც თან სდევს ერითროციტების დაშლა, ასევე, რკინისა ან B12 ვიტამინის უკმარისობისას. 

ანემიის დროს ადამიანს რამდენიმე სიმპტომი აწუხებს. ესენია:

👉 თავის ტკივილი, თაბრუ

👉 მადის დაქვეითება

👉 ძილიანობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება

👉 ფერმკრთალი კანი

👉 ხშირი ვირუსული დაავადებები

👉 მუდმივად ცივი კიდურები

👉 ზოგადი სისუსტე

👉 კუნთების ტკივილი

ჰემოგლობინი - ნორმა

ჰემოგლობინის დონე იცვლება სქესის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ზოგადად კი ნორმა შემდეგნაირად გამოიყურება:

✅მამაკაცებისათვის – 130-140

✅ქალებისათვის – 120-130

✅მეძუძური დედებისა და ორსულებისათვის – 120-140

ჰემოგლობინის მოსამატებლად

დაბალი ჰემოგლობინის დროს მიიღეთ რკინის შემცველი პროდუქტები: კვერცხის ცილა, ოხრახუში, ქინძი, შავი პური, თევზი, ბარდა, ლობიო, ხორცი, ატამი, ვაშლი.

მიირთვით C ვიტამინის შემცველი ხილი, ის ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ პროდუქტებიდან მიღებული რკინის ათვისებას.

დღის განმავლობაში დალიეთ მინიმუმ სამი ლიტრი სითხე.

გამოიყენეთ ხალხური საშუალებები:

მოხარშეთ ერთი ჩაის კოვზი ასკილის დაფხვნილი ნაყოფი ერთ ჭიქა წყალში. დაუმატეთ მას ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი. მიღებული ნაზავი მიიღეთ დილით, უზმოზე, ბავშვებმა – ასი მილილიტრის ოდენობით, უფროსებმა კი – მთელი ჭიქა. მკურნალობის კურსი ერთი-ორი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს.


დაფქვით კაკლისა და შტოშის ნაყოფი და დაუმატეთ იმდენივე თაფლი. დიდებმა მიიღეთ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დღეში სამჯერ, ბავშვებს კი მიეცით ერთი ჩაის კოვზის ოდენობით დღეში ერთხელ.


დალიეთ სტაფილოს, ვაშლისა და ჭარხლის ახალგამოწურული 500 მილილიტრი წვენი. თუმცა მანამდე მიირთვით ერთი სუფრის კოვზი არაჟანი. ბავშვებს შეუძლიათ, ეს წვენი ინტერვალებით დალიონ და არა ერთბაშად.

გახსოვდეთ:

👉ზოგადად, მიირთვით ახალი გამოწურული წვენები.

👉ხილისა და ბოსტნეულის გარეშე ჩვენი ორგანიზმი მხოლოდ 5 პროცენტ რკინას ითვისებს.

👉ანემიის დროს სასარგებლოა კენკრა: მარწყვი, მოცვი, ჟოლო, შავი მოცხარი.

👉ასევე, მიირთვით ბოსტნეულის სალათები, დაუმატეთ მათ კამა და ოხრახუში.

👉დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს წიწიბურა.

👉ჰემოგლობინის სწრაფად გაზრდა შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა, არ არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მოერიდეთ ჰემოგლობინის დონის თვითნებურად შეცვლას ორსულობის პერიოდში. ანემიის დროს, კარგი იქნება თუ დროულად მიმართავთ ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

22-28 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

დიეტა

უმოკლეს დროში ფორმაში ჩასადგომი ბრინჯის ექსპრეს-დი...