მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით აზრებს

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.01, 2023 წელი

უარყოფითია აზრები
დაკოპირებულია

ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ არაფერი გამოგვივა, ყველაფერი ცუდი ჩვენს თავს ხდება, დედამიწის ზურგზე ყველაზე უიღბლოები ვართ, არავის მოვწონვართ, არასოდეს ვიქნებით ბედნიერები, ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევთ და ასე შემდეგ. ასეთი ფიქრები ცხოვრებას გვიწამლავს და წინსვლისა და განვითარების საშუალებას გვისპობს. ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ცუდად აისახება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასთან გამკლავების ხერხების ცოდნა.

შეიცვალეთ პოზა

დააკვირდით, რას ამბობს თქვენი სხეული. მოღუშული ხართ? წელში მოხრილი? გტკივათ რამე? დააკვირდით თქვენს სხეულს, იგრძენით ეს დისკომფორტი და მიიღეთ საპირისპირო პოზა. იგრძნობთ, რომ სხეულისთვის კომფორტის მინიჭებას გონების გათავისუფლებაც მოჰყვება.

ისაუბრეთ

ხანდახან უარყოფითი აზრები იმიტომ გროვდება, რომ მათ თანხმლებ ემოციებზე საუბარი არ შეგვიძლია. როდესაც ემოციებს სიტყვებით გადმოვცემთ, ვაღიარებთ, განვიხილავთ, ისიც ძალას კარგავს. ამიტომ, გარკვეულ სიტუაციებში მეგობართან გულახდილი საუბარიც კმარა, რომ საკუთარ პრობლემებს უცხო თვალით შევხედოთ და გამოსავალი ვიპოვოთ.

ისუნთქეთ

როდესაც შფოთავთ, როდესაც გონება წინ გაგირბით, გულისცემა და სუნთქვა ხშირდება. როდესაც ამჩნევთ, რომ თავს კარგავთ, შეჩერდით, ათამდე დაითვალეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ. ყველაფერი დააპაუზეთ. უბრალოდ, ისუნთქეთ. ამას დიდი შვება მოაქვს.

მიმართულება შეუცვალეთ თქვენს აზრებს

ეცადეთ, თქვენს პრობლემებს ისე შეხედოთ, თითქოს ეს თქვენი კი არა, სხვისი პრობლემა იყოს. უცხო თვალით შეაფასეთ, მერე კი მიმართულება შეუცვალეთ. ნაცვლად იმისა, რომ იფიქროთ: „რამდენი პრობლემა მაქვს”, – იფიქრეთ: „კი, პრობლემები მაქვს, მაგრამ ცოტა ხანში გამოსავალსაც ვიპოვი”. დაახლოებით იმავეს ამბობთ, მაგრამ მსხვერპლის როლიდან გამოდიხართ.

იყავით შემოქმედებითი

იყიდეთ საღებავები და ხატეთ, გადაიღეთ განწყობის შესაბამისი სურათები, დაწერეთ ჩანახატი. გარეთ გამოიტანეთ თქვენი აზრები და ემოციები, ნუ დაიგროვებთ, შიგნით ნუ ჩაკეტავთ.

გაისეირნეთ

ხანდახან ერთადერთი, რაც გვშველის, გაცლაა. თუ გარემო გთრგუნავთ, თუ კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებით, თუ თქვენ გარშემო უარყოფითი ატმოსფეროა, ადექით და გაისეირნეთ. ცოტა ხნით მოშორდით ჩვეულ გარემოს, დისტანცირდით იმ გარემოებებისგან, რაც თქვენს უარყოფით აზრებს. აძლიერებს. ისეირნეთ და სიმშვიდეში განიხილეთ არსებული სიტუაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი