მედიცინა

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.11, 2021 წელი

მხედველობა
დაკოპირებულია

თვალების დასვენება

თვალების დასვენების უმარტივეს საშუალებას წარმოადგენს დროის მცირე ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დახუჭვა და რამე სასიამოვნოს წარმოდგენა – ეს ყველაზე მარტივი და ქმედითი ხერხია, რომელმაც იშვიათად რომ, არ გაამართლოს.

პალმინგი

სახელწოდება წარმოდგება ინგლისური სიტყვა Palm-ისგან (ხელისგული). ეს მეთოდი წინას მსგავსია, მაგრამ დახუჭულ თვალებზე ხელისგულები უნდა აიფაროთ, რათა გამოირიცხოს სინათლის მოხვედრა თვალზე. შუქის გამორიცხვა ხშირ შემთხვევაში საკმარისია, რათა საკმაოდ მოდუნდეთ და ამით გაიუმჯობესოთ მხედველობა.

მოგონებები და აზრფორმები

როცა მხედველობა ნორმალურია, ფსიქიკა მუდამ მშვიდ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, მხედველობის გაუმჯობესება მოგონებების გამოყენებით შეიძლება. მოდუნებას, შემდეგ კი კარგ მხედველობას რომ მიაღწიოთ, საკმარისია რამე კარგის გახსენება და წარმოდგენა-წარმოსახვა.

შესამოწმებელი ცხრილი

შესამოწმებელი ცხრილი ჩამოკიდეთ მოხერხებულ ადგილზე, ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი შეხედვა 3-იდან 7 მეტრამდე მანძილიდან. ყოველდღე გამოყავით 2-3 წუთი დღეში რამდენიმეჯერ, უყურეთ ყველაზე პატარა ასოებს და მიაჩვიეთ თვალი მათ დანახვას. ავარჯიშეთ 2-ივე თვალი ცალ-ცალკე: ჯერ ერთ თვალზე მიიდეთ ხელი და ისე შეეცადეთ, დაინახოთ ყველაზე მცირე ასო ცხრილზე, შემდეგ კი – მეორეზე. არავითარ შემთხვევაში არ დაძაბოთ თვალი. თუ ვერ ხედავთ ან ბუნდოვნად ჩანს, მიუახლოვდით და ისე წაიკითხეთ.

რისი გაკეთება არ ღირს, ანუ რა არ უნდა გააკეთოთ

არ შეეცადოთ, შრიფტის მკვეთრად დასანახად მოჭუტოთ თვალები, გვერდულად, ირიბად ან კიდევ რამე სხვა ხერხით დაიწყოთ ყურება. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ თავისუფლად, ფართოდ, მსუბუქად ყურება და მოდუნებული მზერა. თუ შეატყობთ, რომ ეშმაკობთ, დახუჭეთ თვალები, მოადუნეთ თვალის კაკლების უკანა ნაწილიც. შემდეგ ღრმა ამოსუნთქვით გაახილეთ თვალები და დაინახეთ ასოები. გახსოვდეთ, რომ შრიფტის აღქმის სიმკვეთრე ან ბუნდოვანება დამოკიდებულია იმ ხერხზე, რომლითაც უყურებთ მას. შეხედეთ დაძაბულად და ის გაურკვევლად მოგეჩვენებათ, ფოკუსი ირევა. ამიტომ შეხედეთ თავისუფლად, მოდუნებულად, ღრმა ჩასუნთქვით.

როგორ გავიუმჯობესოთ თვალისა და ტვინის სისხლმომარაგება

მხედველობა რომ ნორმალური გახდეს, თქვენი ტვინი და თვალები საკმარისად უნდა მარაგდებოდეს სისხლით. ამისთვის რეკომენდებულია, თავი გეჭიროთ ხერხემლის გასწვრივ, რადგან ძირითადი არტერიები თავის უკანა ნაწილში, ქალის ფუძესთან მდებარეობს. სწორი მდგომარეობის მისაღწევად შეეცადეთ ხელები გადააჯაჭვოთ თავის უკან და დააწვეთ თავის ზემოთა ნაწილს, თან უბიძგეთ ოდნავ წინ, ხოლო ნიკაპი გადაწიეთ უკან და ზემოთ ხერხემლისკენ. როცა ამას გააკეთებთ, შეგექმნებათ გარკვეული შეგრძნება, რომელიც ხელების დახმარების გარეშეც წარმოიდგენთ.

მხედველობის სწორი ჩვევები

👉ახამხამეთ თვალები;

👉 ისუნთქეთ ძალდაუტანებლად და მსუბუქად;

👉 უყურეთ ახლოს და შორს მყოფ საგნებს;

👉დაძაბვის გარეშე აღიქვით დანახული;

👉 დროდადრო დახუჭეთ თვალები, რათა მათ დაისვენონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი