როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.04, 2023 წელი

მოამზადეთ ქიშმიშის ნახარში, რომელსაც ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების აქტივაცია შეუძლია, ამასთან, სისხლსა და ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს. ეს არაჩვეულებრივი თვისებების მქონე პროდუქტია.
შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ქიშმიშის ფერს: აირჩიეთ უფრო ნატურალური, მუქი შეფერილობის. სუფთა, სწორი ფორმის, არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ქიშმიში პრიალებს, ეს იმას ნიშნავს რომ სპეციალური ხსნარითაა დამუშავებული.
ქიშმიშის ნახარში საღამოს უნდა მოამზადოთ.
150 გრამი ქიშმიში კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ 2 ჭიქა ადუღებამდე მიყვანილ წყალში და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. დატოვეთ ნახარში მთელი ღამე.
დილით გადაწურეთ და ცოტა შეათბეთ. მიიღეთ დილით უზმოზე. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ, ისაუზმოთ. კარგი იქნება, თუ მოხარშული ქიშმიშს შვრიის ფაფას დაუმატეთ, ასე ძალიან სასარგებლო საუზმეს მიიღებთ.
ღვიძლის გაწმენდის პროცედურა რომ უფრო ეფექტური იყოს, თქვენს მენიუს დაუმატეთ ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო, შავი ქლიავი, ისპანახი. სასარგებლოა ხორცისა და რძის პროდუქტების შეზღუდვა. თუ ქიშმიშის ნახარშს თვეში 4 დღე მაინც მიიღებთ, შედეგი ნამდვილად გექნებათ.
თუმცა, მითია, რომ ღვიძლის გაწმენდა გვიცავს ღვიძლის დაავადებისგან
ღვიძლის დაავადების 100-ზე მეტი ფორმა არსებობს. ყველაზე გავრცელებულია A, B და C ჰეპატიტი, აგრეთვე, ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებები. ამ დაავადებების განვითარების ყველაზე დიდი რისკი გენეტიკური განწყობა და ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მოხმარებაა. B ჰეპატიტს იწვევს ვირუსი. მისი განვითარების რისკს ვაქცინაციით შეამცირებთ.
ზეითუნის ზეთი
დღეში 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის მიღება ღვიძლის ფერმენტებისა და ცხიმის დონეს აუმჯობესებს. ღვიძლში ცხიმის დაგროვება მისი დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანია. ზეითუნის ზეთი კი მას ზედმეტი ცხიმისაგან იცავს.
ჯანმრთელი ღვიძლის შესანარჩუნებლად მიირთვით ყავა და ჩაი.
ყავა ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია, რომელიც ჯანმრთელ ღვიძლს შეგინარჩუნებთ. ეს სასმელი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვისაც კი, ვისაც ღვიძლის მცირედი დაზიანებები აქვთ. ყავა ციროზისა და ღვიძლის სისმსივნის რისკს ამცირებს. დადგენილია, რომ 12 კვირის განმავლობაში მწვანე ჩაის სისტემატური სმა, ეფექტურად აუმჯობესებს ღვიძლის ფერმენტების დონეს.
სასარგებლოა გრეიპფრუტი. ის ბუნებრივად შეიცავს იმ ანტიოქსდანტებს, რომელიც ღვიძლს იცავს. ესენია: ნარინგენინი და ნარინგინი. გრეიპფრუტი მოქმედებს ორმხრივად – ამცირებს ანთებას და იცავს უჯრედებს.
არ დაგავიწყდეთ თხილი. ის მდიდარია ცხიმებით, საკვები ნივთიერებებით, E ვიტამინითა და სასარგებლო მცენარეული ნაერთებით. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ღვიძლის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე.
პრევენციისთვის უმთავრესია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა:
👉ალკოჰოლისთვის თავის არიდება ან ზომიერი მიღება;
👉ჯანსაღი, ბალანსირებული, მრავალფეროვანი კვება – არ არსებობს ჯანსაღი საკვები, რომელიც „ცუდია“ ღვიძლისთვის და არ არსებობს საკვები, რომელიც „კარგია“ ღვიძლისთვის;
👉რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
👉მედიკამენტების თვითნებური მიღებისგან თავის შეკავება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან