მედიცინა

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 17.01, 2021 წელი

იმუნიტეტი
დაკოპირებულია

თუ ხშირად ავადმყოფობთ და გირთულდებათ დაავადებები, თუ ზამთრის სეზონზე ხშირად გაწუხებთ ინფექციები და ვირუსები, რომელთან გამკლავებაც თქვენთვის რთულია, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მყარი იმუნიტეტი არ გაქვთ. 
იმუნიტეტს აზიანებს სტრესი, კონფლიქტები, პრობლემები. თქვენი იმუნიტეტის მტერია, ასევე, ხშირი კონტაქტი კომპიუტერთან, გაჯეტებთან.

თუ ბოლო პერიოდში ოპერაცია გადაიტანეთ, თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია და იმუნიტეტზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ.
იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს წარსულში სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს იმუნიტეტს სერიოზული დარტყმა მიაყენეთ და მის გაძლიერებაზე ზრუნვა ნამდვილად დაგჭირდებათ.
იმისთვის, რომ იმუნიტეტი გავიძლიეროთ:
აუცილებლად გამოიცვალეთ ჰაერი ზაფხულში და ეცადეთ დრო ჯანსაღ გარემოში სუფთა ჰაერზე გაატაროთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებისთვის. იაქტიურეთ ფიზიკურად. თუ ვარჯიში არ გამოგდით, ხშირად ისეირნეთ ფეხით. არ დაივიწყოთ ჯანსაღი კვება.
იმუნიტეტის დაქვეითების პრობლემა, ძირითადად, მაინც ზამთრის პრობლემაა. ამიტომ საჭიროა, მივიღოთ ის საკვები, რომელიც მის გაძლიერებაში დაგვეხმარება.
დავიწყოთ ხორცით: იმუნოგლობულინები, რომლებიც უზრუნველყოფს ავადმყოფობისადმი ორგანიზმის გამძლეობას, ცილოვანი ნივთიერებებია და მათი სინთეზისთვის აუცილებელია ცილოვანი საკვები. მჭლე ხორცი შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი სხეულების გამომუშავებას, რომელიც ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისგან იცავს. თუ ვეგეტარიანელი ხართ, მაშინ მიიღეთ ბურღული, რძე, სოკო.
მიიღეთ რძემჟავა ნაწარმი, რომელიც შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს. ისინი აფერხებენ მავნე ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას. ასეთებია: იოგურტი, კეფირი, მწვანე ხახვი, ბანანი, ნიორი.
მიიღეთ ყვითელი ხილი და ბოსტნეული: ციტრუსები, გარგარი, სტაფილო და სხვა. ასევე, მწვანე ჩაი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ძალიან სასარგებლოა ვაშლი, პომიდორი, კაკალი.
ტკბილეული არ არის სასარგებლო, ზამთარში საზიანოცაა. ამიტომ ჯობს, ნამცხვრებისა და კანფეტების ჭამისგან თავი შევიკავოთ. კარგი იქნება, თუ ზამთარში, ყოველ დილით მიიღებთ ერთ სუფრის კოვზ თაფლში გარეულ ცოტაოდენ შავ წიწაკას.
ვირუსებისგან საიმედოდ გვიცავენ ის პროდუქტები, რომლებიც ცისტეინს შეიცავენ. ცისტეინი ყველაზე მეტია თევზის, სოიის, ყველის, ინდაურის ხორცისა და მარცვლეულის შემადგენლობაში.
იმუნიტეტის სტიმულირება ასევე, შესაძლებელია აცრებით, იმუნური პრეპარატებით, მედიკამენტებით, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებებით. მაგრამ ამ შემთხვევაში ექიმის კონსულტაციაა საჭირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი