მედიცინა

როგორ გავატაროთ ზაფხული და ზღვის სეზონი ყურის ტკივილის გარეშე

№33

ავტორი: სოფი ლორია 12:15 21.08

ყურის ტკივილი
დაკოპირებულია

საზოგადოების უმრავლესობისთვის ზაფხული, წელიწადის ყველაზე სანატრელი სეზონია. მცხუნვარე მზე, ცხელი ქვიშა, სანაპირო, ზღვა, ცურვა, რუჯი - ადამიანები სრული განტვირთვისთვის ემზადებიან. ამასთან, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ან უქმეებზე გრილად დასასვენებლად აუზსაც ხშირად სტუმრობენ. სასიამოვნოდ დატვირთული დღეებით კმაყოფილნი რომ დავრჩეთ, წლის ყველაზე ცხელი სეზონის თანამდევი რისკები არ უნდა დაგვავიწყდეს. ზაფხულში ერთ-ერთ ყველაზე ხშირ და არასასიამოვნო მოვლენას ყურში წყლის დაგროვების შედეგად განვითარებული გარეთა ყურის ანთება წარმოადგენს. ამიტომაც, ზღვის სეზონზე, სხვა დაავადებებთან შედარებით, ყურის დაავადებების გამოვლენის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.

ყური ანატომიურად და ფუნქციურად განსხვავებული სამი ნაწილისგან შედგება:

გარეთა ყური ყურის ნიჟარასა და გარეთა სასმენ მილს მოიცავს. გარეთა ყურის ფუნქცია ბგერების დაჭერა და დაფის აპკისკენ გატარებაა. დაფის აპკი ერთგვარი საზღვარია გარეთა და შუა ყურს შორის და უმცირესი ჩქამის დროსაც კი ირხევა.

შუა ყური მოიცავს ერთმანეთთან მოძრავად შეერთებულ ძვლებს: ჩაქუჩს, გრდემლსა და უზანგს. მათი წყალობით გარედან მიღებული სიგნალი ძლიერდება და შიგნითა ყურს გადაეცემა.

შიგნითა ყური კი ნამდვილი ლაბირინთების სამყაროა, რომელიც ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლოკოკინა – სმენის ორგანო და ვესტიბულური სისტემა – წონასწორობის ორგანო.

ყურის ანთება – ოტიტი

ოტიტი - ყურის ანთებაა და მის სამ სახეობას გამოყოფენ: გარეთა ოტიტი, შუა ოტიტი და შიგნითა ოტიტი. მათგან ყველაზე გავრცელებული, სწორედ, გარეთა ოტიტია. ეს ყურის გარეთა სასმენი მილის ინფექციური ან იშვიათად, არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომლის სიხშირეც იმატებს ზაფხულში, როცა ადამიანები აუზებს, ზღვებს, ტბებს, მდინარეებს მიმართავენ, ამიტომ მას ხშირად მოცურავის ყურის სახელითაც მოიხსენიებენ. გარეთა ყურის ანთება სხვადასხვა ტიპის ბაქტერიულმა ან სოკოვანმა ინფექციამ შეიძლება, გამოიწვიოს. მას, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად ცურვის შემდეგ ყურში მოხვედრილი ან დაგროვებული წყალი იწვევს, რომელიც ბაქტერიებს გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის. გარეთა ყურის ანთების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად, ასევე, სახელდება ყურის არხის დაზიანება – ყურის გამოწმენდა ჩხირით ან თმის სამაგრით ყურის შიგნითა ნაწილის დაჩხაპნა, ყურსასმენების გამოყენება კი მიკროდაზიანებების განვითარებასა და ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გარეთა ყურის ანთებებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილია პაციენტების ის ნაწილი, რომელთაც აქვთ ალერგია, ფსორიაზი, ეგზემა ან დერმატიტი.

გარეთა ოტიტის სიმპტომებია: ყურის ტკივილი, დაჭიმულობა, „დაგუბების“ შეგრძნება ყურში, მომატებული მგრძნობელობა ზეწოლის მიმართ, ყურის არხის ქავილი, სიწითლე, შეშუპება, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი. შორსწასულ შემთხვევებში კი შესაძლოა, მაღალი ტემპერატურა, სმენის დაქვეითება და ტინიტუსიც (ყურებში ხმაურის შეგრძნება) კი აღინიშნებოდეს.

ზაფხულის ცხელ დღეებში, ყურის ანთების შემთხვევების სიხშირიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ როგორც ზღვაზე, ისე აუზზე განიტვირთოთ, გაგრილდეთ და ყურის ტკივილმა დისკომფორტი არ შეგიქმნათ, მნიშვნელოვანია, ინფექციური პროცესი, რაც შეიძლება, მალე აღმოიფხვრას, რაშიც ინფექციებზე საიმედო მეთვალყურე, ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ის კომბინირებული პროდუქტი „ვიზორელი“ დაგეხმარებათ.

ვიზორელი სამმაგი მოქმედების ანტიინფექციური თვალის/ყურის წვეთებია. პროდუქტი შეიცავს ანტიბიოტიკებს – ნეომიცინსა და პოლიმიქსინ B-ს, რომელთა მოქმედების სპექტრი გარეთა ოტიტის გამომწვევ ძირითად ბაქტერიებს (Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus aureus) სრულად ფარავს და მათ ერადიკაციას განაპირობებს. ამასთან, ანტიბიოტიკებს დამატებული აქვს გლუკოკორტიკოსტეროიდი დექსამეტაზონი, რომელიც თავის მხრივ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური მოქმედებით ხასიათდება და ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში, სიმპტომების უფრო სწრაფ და ეფექტურ ალაგებას უზრუნველყოფს.

გარეთა ყურის ინფექციების დროს რეკომენდებულია ვიზორელის 4 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში, დაზიანებულ ყურში; შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებებისა და ინფექციური ოტიტების დროს კი – 4-10 წვეთი 3-4-ჯერ დღე-ღამეში.

გამოყენების წინ ვიზორელის კოლოფი კარგად უნდა შეინჯღრეს; გახსნის შემდეგ, პროდუქტი ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.

ვიზორელი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა