მედიცინა

როგორ დავეხმაროთ ჩვენს ორგანიზმს საკვების ადვილად მონელებაში

№14

ავტორი: სოფი ლორია 16:53 10.04

ჯი ემ პი
დაკოპირებულია

სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. ჯანსაღი საკვები პროდუქტი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინერალების, ვიტამინებისა და ენერგიის წყაროა. თანამედროვე სამყაროში სწორი კვება ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ცხოვრების აჩქარებული ტემპი, სწრაფი კვების პოპულარობა, რთული სამუშაო გარემო, ზედმეტად ცხიმიანი, არაჯანსაღი საკვების მიღება და დროის სიმცირე, ხშირ შემთხვევაში, კვების არასწორი რაციონისა და რეჟიმის მიზეზი ხდება, რაც თავის მხრივ, ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს. კერძოდ, მოუწესრიგებელი კვება შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის არაერთი დაავადებისა და მასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი გახდეს, როგორებიცაა: შებერილობა, ტკივილი, სიმძიმე და დისკომფორტი მუცლის არეში და სხვა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სიხშირე 20%-ით გაიზარდა.

საჭმლის მონელება რთული ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც საკვების დაქუცმაცებას, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მცენარეული უჯრედისის ფერმენტულ გადამუშავებას და ვიტამინებისა და მინერალების ათვისებას გულისხმობს.

მონელების პროცესი საკვების პირში მოხვედრისთანავე იწყება. პირის ღრუში ხდება მისი მექანიკური და ნაწილობრივ ფერმენტული დამუშავება. ღეჭვის შედეგად ლუკმა ფორმირდება, საყლაპავი მილის გავლით კუჭში გადაადგილდება და ხდება საკვების კუჭის წვენთან შერევა. კუჭიდან საკვების ულუფა ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც მიმდინარეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელება ნაღვლის მჟავებისა და პანკრეასის ფერმენტების საშუალებით. საკვები კუჭისა და წვრილი ნაწლავის გავლას 6-დან 8 საათამდე ანდომებს, ხოლო ამის შემდეგ მსხვილ ნაწლავში გადადის. საჭმლის მონელების პროცესში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ორგანო შეთანხმებულად მუშაობს, თუმცა საკვების ფერმენტულ მონელებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი). ის გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს – პროტეაზას, ლიპაზას და ამილაზას. ცხიმების სრულყოფილი მონელებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ნაღვლის წვენში შემავალი ნაღვლის მჟავების როლიც.

საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე ერთი ორგანოს ფუნქციის დაქვეითებაც კი საკმარისია ისეთი სიმპტომების გამოსავლენად, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შებერილობა, „ხმაურიანი მუცელი“, სიმძიმე და დისკომფორტი მუცლის არეში (განსაკუთრებით საკვების მიღების შემდგომ) და სხვა. ასეთ დროს რეკომენდებულია ბალანსირებული საკვების მიღება, კვება ნელი ტემპით, პატარა ულუფებითა და ხშირ-ხშირად. საკვები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ზედმეტად ცხიმიანი, ცხარე ან მჟავე პროდუქტები. მუცელში ჭარბი აირების დაგროვების საპრევენციოდ კი, ასევე, მნიშვნელოვანია, შეიზღუდოს მეტეორიზმის მაპროვოცირებელი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად: პარკოსნები (ლობიო, ბარდა...), გაზიანი სასმელები და სხვა.

სწორი კვების შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, საჭმლის მონელების დარღვევები და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. მსგავსი სიმპტომების თავიდან ასარიდებლად შესაძლებელია, ორგანიზმს ფერმენტული საშუალებების მიღების გზით დავეხმაროთ.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მოსახლეობას ახალ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს სთავაზობს.

რეოკონი – წარმოადგენს კომბინირებულ, პოლიფერმენტულ საშუალებას, რომელიც საჭმლის მონელების დარღვევის განმაპირობებელ რამდენიმე რგოლზე ერთდროულად მოქმედებს.

რეოკონი, ჩეულებრივი პანკრეატინისგან განსხვავებით, საკვების მომნელებელ ფერმენტებთან ერთად (ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა), დამატებით, შეიცავს დიმეტიკონს – მუცლის შებერილობის საწინააღმდეგოდ, ხარის ნაღვლის ექსტრაქტს – ცხიმების აბსორბციისთვის და ჰემიცელულაზას – მცენარეული ბოჭკოს ადვილად ასათვისებლად.

უნიკალური კომბინაციის წყალობით, რეოკონი:

* ხსნის შებერილობას, სიმძიმეს და დისკომფორტს მუცლის არეში;

* ამცირებს კუჭ-ნაწლავში დაგროვილი აირების რაოდენობას;

* ხელს უწყობს საკვებით მიღებული ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების გადამუშავებას;

* აადვილებს მცენარეული უჯრედისის ათვისებას.

რეოკონი მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს.

ქართველი მომხმარებელი უკვე 24 წელია, კარგად იცნობს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ს. კომპანიის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM PHARMA-ის მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნებში) ყოველწლიურად მოიხმარს დაახლოებით 12 მილიონი პაციენტი, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი