როდის უნდა მივირთვათ მსხალი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.07
ათასობით წელია, მსხალს ხალხურ მედიცინაში პროსტატის სამკურნალოდ იყენებენ. საოცარი შედეგი მსხლის კომპოტის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დგება, ხოლო მისი დიდი ხნით გამოყენება, ხშირ შემთხვევებში, ამ დაავადებას კურნავს კიდეც.
მსხალი ანტიმიკრობული საშუალებაა. ნაყოფში არის ორგანული მჟავები, რომლებიც კუჭის წვენის მარილოვან მჟავასთან ერთად მოქმედებს საკვებზე და ხელს უწყობს მის გადამუშავებას. მსხალში არსებული დიდი რაოდენობით პექტინი და მთრიმლავი ნივთიერებები ბაქტერიებს მოძრაობის უნარს უკარგავს.
ნაყოფი შეიცავს ანტიბიოტიკ არბუტინს, რომელიც მიკრობებს კლავს. ის მოქმედებს ნაწლავების ფლორასა და მიკრობებზე, რომლებიც იწვევს თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებით პროცესებს.
მსხლის ნაყოფში არის უნიკალური ეთერზეთები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის დამცავ ძალებს აძლიერებენ, ეწინააღმდეგებიან ინფექციურ დაავადებებს, მოქმედებენ ანთების საწინააღმდეგოდ და დეპრესიასაც კი ებრძვიან.
რადგან მსხალში ფრუქტოზა უფრო მეტია, ვიდრე გლუკოზა, ეს ხილი სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ამიტომ მსხალი ჩართულია წონაში დაკლების მსურველთა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების (შეზღუდული რაოდენობით) რაციონში.
კალიუმის წყალობით მსხალი ხელს უწყობს გულისა და კუნთების ნორმალურად ფუნქციონირებას. კალიუმის იონები ორგანიზმში უჯრედების რეგენერაციაზეა პასუხისმგებელი. კალიუმის ნაკლებობის დროს ადამიანს ემატება ნევროზულობა, უძილობა, უხშირდება გულისცემა, მატულობს სისხლში ქოლესტერინის დონე. ამ პრობლემების მოგვარება მსხლის მიღებით არის შესაძლებელი.
მსხლის ჩირის ნახარში და კომპოტი მდიდარია ტანინით, რაც ორგანიზმისთვის სასარგებლოა კუჭის აშლილობისას. ახალ მსხალში საკმაოდ უხეში საკვები ბოჭკოებია, რაც აძლიერებს ნაწლავურ პერისტალტიკას, ამიტომ აშლილობისას მისი ჭამა არ ღირს.
მსხლის კომპოტი სასარგებლოა შარდსადენი გზების ანთებითი დაავადებების დროს.
ანემიის (სისხლნაკლებობა) დროს სასარგებლოა სადილზე, დესერტის სახით, ორი დიდი მსხლის მიღება. ამ დროს მსხალი უნდა გათალოთ, რბილი ნაწილი დაჭრათ და აურიოთ ორ ჩაის კოვზ თაფლში.
მსხალი კურნავს მწვავე ბრონქიტსაც: მსხლის წვენს ურევენ დესერტის კოვზ ასკილის სიროფს და დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქის ოდენობით იღებენ.
ფილტვების დაავადების დროს რეკომენდებულია ახალი მსხლის მიღება, ხველების დროს – მსხლის ჩირის ნაყენი.
მსხლის მურაბა და გამომცხვარი მსხალი კარგია, როგორც ხველების საწინააღმდეგო საშუალება ბრონქიტისა და ტუბერკულოზის დროს.
მსხლით მკურნალობა შესაძლებელია თითქმის მთელი წლის განმავლობაში, რადგან ნაყოფი გამოშრობის დროსაც თითქმის ყველა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას ინარჩუნებს.
მსხლის ნაყენი ეფექტურია შარდსასქესო ორგანოებში კენჭების არსებობის დროს, ასევე, შარდმდენი გზების ანთებითი პროცესისას.
შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებულია ახალი მსხლის წვენის მიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე 50-70 გრამის ოდენობით. დოზის გაზრდა შესაძლებელია 1 ჭიქამდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან