მედიცინა

რით გამოირჩევა ქიშმიში

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.01, 2022 წელი

ქიშმიში
დაკოპირებულია

ქიშმიში სასარგებლო და გემრიელი ჩირია. ის ინარჩუნებს ყურძნის პრაქტიკულად ყველა კარგ თვისებას, ვიტამინებს – 70-80 პროცენტით, მიკროელემენტებს კი – 100 პროცენტით.

ქიშმიშის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი, მას იყენებენ იმუნიტეტის ასამაღლებლად, დამამშვიდებელ საშუალებად. სასარგებლოა დაბალი არტერიული წნევისა და დაბალი ჰემოგლობინის დროს.

ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, P, PP, C ვიტამინები. მინერალებიდან კი – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი, აგრეთვე, დიდი რაოდენობით შეიცავს ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, შაქარს, აზოტოვან ნივთიერებებს, ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.

ყურძნის ჩირი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი სასარგებლო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ოდითგან ფასდება ყურძნის ჩირის განსაკუთრებული უნარი, განამტკიცოს და დაამშვიდოს ნერვული სისტემა. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს დაქვეითებული არტერიული წნევა, ანემია, დაბალი ჰემოგლობინი.

ექიმები მის მიღებას გვირჩევენ ცხელების, საერთო სისუსტის, გულისა და თირკმლის დაავადებების დროს. წარმატებით იყენებენ კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროსაც.

ქიშმიში ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ქიშმიში დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილად ასათვისებელ შაქარს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს. ეს პატარა ჩირეული, პრაქტიკულად, ყველა სისტემას აძლიერებს.

მასში ბევრია ბორი – მინერალი, რომელიც ოსტეოპოროზისგან იცავს და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ეხმარება. ქიშმიში ასევე ძალიან სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის. დღეში ერთი მუჭა ქიშმიში ტონუსის დარღვევისგან გვიცავს.

ხალხურ მედიცინაში ქიშმიში ძალიან ფასობს მისი სამკურნალო თვისებების გამო, ის გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ისეთი როგორიცაა გაციება, სურდო, ყელის ტკივილი.

გაციების, ყელის ტკივილისა და სურდოს დროს: 40 გრამი გარეცხილი ქიშმიში ჩაალბეთ ანადუღარ ცივ წყალში, გააჩერეთ 50 წუთი. წყალი გადაწურეთ. ძილის წინ კი დაასხით ერთი ჭიქა ცხელი რძე და ისე მიიღეთ.

ასევე, 100 გრამ ქიშმიშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ხახვი. ნაყენი უნდა მიიღეთ 3-4 სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

ქიშმიშს იყენებენ აგრეთვე ცხელების, საერთო სისუსტის, გულის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების დროს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია.

ქიშმიშმა შესაძლოა, გავნოთ👇

ყურძენი თავისთავად კალორიული პროდუქტია, ქიშმიშში კი შაქრის კონცენტრაცია 8-ჯერ მეტია ვიდრე ყურძენში. ზოგადად, ნებისმიერი ჩირის გამოყენებისას საჭიროა ზომიერების დაცვა. ქიშმიში არა არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც კუჭის წყლული აქვთ. ზოგადად, როდესაც რაიმე პროდუქტს სამკურნალოდ ვიყენებთ, აუცილებელია კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან. ქიშმიში რეკომენდებული არ არის შაქრიანი დიაბეტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. სხვა უკუჩვენებებია – პირის ღრუს წყლულოვანი პროცესები, ენტეროკოლიტები, ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმა და გამოხატული გაცხიმოვნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი