მედიცინა

რაში დაგეხმარებათ შავი პილპილი

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.10

შავი პილპილი
დაკოპირებულია

შეიძლება ითქვას, რომ შავი პილპილი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს და ადამიანს სხვადასხვა ინფექციისა და დაავადებებისგან იცავს.

* დამცავ ეფექტს ახდენს კუჭისა და ნაწლავების ჯანმრთელობაზე, უზრუნველყოფს ორგანიზმში მარილმჟავას გამოყოფას;

* შეიცავს პიპერინს, რომელიც წონის დაკლებას უწყობს ხელს. ექსპერტების აზრით, პიპერინი ეწინააღმდეგება ცხიმოვანი უჯრედების ზრდას და იმავდროულად აჩქარებს ცხიმების წვას. სწორედ ამიტომაცაა, რომ შავი პილპილი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ფართოდ გამოიყენება წონის სამკურნალო დაკლების დროს;

* ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე სანელებელი ხელს უშლის უჯრედების დეფორმაციასა და დაზიანებას, შესაბამისად, კიბოს უჯრედების წარმოქმნას;

* შავი პილპილის მარცვლების ყლაპვა მრავალი დაავადების პროფილაქტიკაა. ის წმენდს კუჭსა და ნაწლავებს, ასევე ხელს უწყობს წონის სწრაფად დაკლებას. გარდა ამისა, შავი პილპილის მარცვლის გადაყლაპვა ამცირებს მოწევისადმი ლტოლვას;

* ანტისტრესული ეფექტის გამო სანელებელს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება.

შავი პილპილი ზომიერი რაოდენობით — დაფქული იქნება (კერძების შესანელებლად) თუ მარცვლოვანი, სარგებლობას მოგიტანთ, ჭარბი რაოდენობით მიღებამ კი შესაძლოა, გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

გამომდინარე იქიდან, რომ შავი პილპილი ცხარე სანელებელია, მან შესაძლოა, გამოიწვიოს გულძმარვა. ამიტომ მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებმა მისი მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ცხვირში შავი პილპილის მოხვედრა უარყოფითად იმოქმედებს სუნთქვასა და სასუნთქ გზებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ფეხმძიმობისას ქალის ორგანიზმი ბევრად მგრძნობიარე ხდება გარკვეული პროდუქტების მიმართ, ჯობს, მათ ამ სანელებლის მიღებისგან თავი შეიკავონ. თუმცა, კერძების შემადგენლობაში შავი პილპილის მცირე რაოდენობა ორსულებს ზიანს არ მიაყენებს.

შეიცავს რკინას, კალციუმსა და მაგნიუმს. მასში დიდი რაოდენობით შედის ვიტამინები: C, E, K, B6, B12, ასევე, A და D ვიტამინების წარმოებულები.

შავ პილპილში შედის თიამინი, ნიაცინი, რიბოფლავინი. არ შეიცავს კოფეინსა და ქოლესტერინს.

პილპილის ზეთი გამოიყენება მასაჟისა და ინჰალაციისთვის. წელიწადში ერთხელ 2-3 კვირის განმავლობაში რეკომენდებულია ჭამის შემდეგ 3 მარცვლის მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდისა და მისი ფუნქციის მოსაწესრიგებლად.

აწყნარებს კუნთების ტკივილს. ვარჯიშის შემდეგ კუნთებს მოდუნებაში ეხმარება შავი პილპილის ზეთი. ის ხსნის დაჭიმულობას, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას, ასევე, ასუფთავებს კანს.

შავ პილპილს გააჩნია ბაქტერიოციდული თვისება, ახურებს კანს, ხსნის ფორებს და ხელს უწყობს მათ ღრმა დასუფთავებას. საამისოდ, იყენებენ შავი პილპილის ზეთს.

შავი პილპილი აწყნარებს ხველას. თაფლიან ჩაის შავი პილპილით ტრადიციულად იყენებენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ხალხურ მედიცინაში. ის ასტიმულირებს ამოხველებას. ცხელ ჩაის დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი. გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა