მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ფრჩხილების ჯანმრთელობის შესახებ

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.07

ფრჩხილების ჯანმრთელობა
დაკოპირებულია

ფრჩხილების გაყვითლება ხშირად ასოცირდება სოკოსთან, თუმცა, თუ სოკოს თან დაერთო ბაქტერიული ინფექცია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის გაშავება ან გამწვანება. ამავდროულად, ფრჩხილის ფირფიტა შეიძლება გაყვითლდეს ჩვეულებრივი გელ-ლაკისგან, რადგან ზოგიერთი ფენა პოლიმერიზაციის დროს ყვითლდება. სოკოს გამო, ფრჩხილი შეიძლება გასქელდეს, გახდეს მსხვრევადი ან აშრევდეს, თავისუფალ კიდეზე კი გაჩნდეს თეთრი გრძივი ზოლები. რა არის ონიქოლიზისი? - ფრჩხილის გაყოფა ფუძიდან, რაც ყოველთვის არ განიხილება სოკოს პირდაპირ სიმპტომად.

ის ასევე, შეიძლება მოხდეს ულტრაიისფერი ნათურით კანის დამწვრობის, ფრჩხილის დაზიანების ან მჭიდრო ფეხსაცმლით მასზე გადაჭარბებული ზეწოლის შედეგად. ონიქოლიზისი ზრდის სოკოს განვითარების ალბათობას, როდესაც აგრძელებთ გელ-ლაკის გამოყენებას. საფარი არღვევს ჰაერის მიკროცირკულაციას, ნარჩუნდება ტენიანობა და ეს ოპტიმალურ პირობებს ქმნის ბაქტერიების ზრდისთვის. მხოლოდ გამოკვლევებს შეუძლია დაადასტურონ სოკო. დიაგნოსტიკისთვის ინიშნება დაზიანებული ქსოვილის ნიმუშის მიკროსკოპია და PCR. ექიმმა ასევე, შეიძლება დანიშნოს ტესტები შინაგანი მიზეზების დასადგენად, რასაც შეეძლო ფრჩხილის დეფორმაცია გამოეწვია. ასეთია გარკვეული დაავადებები ან ვიტამინის დეფიციტი. მაგალითად, აშრევება შეიძლება ასოცირებული იყოს B ვიტამინების ნაკლებობასთან; ფრჩხილის ფირფიტაზე თეთრი ლაქები - მანიკიურის დროს მიღებულ დაზიანებასთან; ნაცრისფერი ზოლები - სახლის აქტიურ დასუფთავებას მოჰყვება, ხოლო ყავისფერი ფრჩხილები მწეველებს აღენიშნებათ. გაიკეთეთ აბაზანა 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთისა და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისგან. ეს გააძლიერებს და გაათეთრებს ფრჩხილის ფირფიტას. 1 სადილის კოვზი სოდისა და 1/2 სადილის კოვზი წყალბადის ზეჟანგის ნაზავი წაისვით ფრჩხილებზე. გაიჩერეთ დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში. ამ ნიღბის ეფექტი შესამჩნევი იქნება კუტიკულის მდგომარეობაზეც - დარბილდება და ადვილად მოიშორებთ ფორთოხლის ჯოხით. მოამზადეთ სკრაბი: 1 ჩაის კოვზი წვრილი ზღვის მარილი, 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ნაზავი შეიზილეთ ფირფიტაზე და ფრჩხილების გარშემო კანზე. ეს სკრაბი ასევე კარგია ფრჩხილების სამკურნალოდ - არბილებს და კვებავს უხეშ კანს, ხელს უშლის მის დახეთქას. გაიპრიალეთ ფრჩხილები რბილი ქლიბით. ეს მათ ვიზუალურად უფრო მსუბუქს გახდის. მაგრამ თქვენი ფრჩხილები უნდა იყოს ძლიერი და ჯანსაღი - თხელი ფრჩხილები შეიძლება აშრევდეს. გამოიყენეთ ფრჩხილების მათეთრებელი. ასეთი საფარი ათეთრებს ფრჩხილებს ქიმიური კომპონენტების გამოყენებით. ბრენდის მიხედვით, ისინი შეიძლება წაისვათ როგორც სუფთა ფირფიტაზე, ასევე ლაკზე, რადგან მზის სხივების ზემოქმედებისას ბევრი ფერი, მაგალითად წითელი, შეიძლება გაცვდეს და გაყვითლდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა