მედიცინა

რა იწვევს ყურის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ყურის ტკივილი
დაკოპირებულია

ყურის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია და მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება, იყოს როგორც უშუალოდ ყურის, ისე მომიჯნავე ორგანოების (ყელის, ყბის, კბილების) პრობლემები.

ძირითადი მიზეზები რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

1. უშუალოდ ყურის ინფექციები და ანთებები

შუა ყურის ანთება – ყველაზე ხშირი მიზეზია, განსაკუთრებით გაციების, გრიპის ან ალერგიის შემდეგ. ყურის აპკის უკან გროვდება სითხე, რაც იწვევს ძლიერ, ხშირად ფეთქებად ტკივილს და ყურის დაგუბებას.

გარე ყურის ანთება („მოცურავის ყური”) – ვითარდება სასმენ არხში წყლის ჩარჩენის, ან ყურის ჩხირებით კანის დაზიანების შედეგად, სადაც ბაქტერიები ან სოკოები ვრცელდება.

შიდა ყურის ანთება - ტკივილთან ერთად ხშირად ახლავს ძლიერი თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა.

2. მექანიკური და გარეგანი ფაქტორები

გოგირდის საცობი – ყურში დაგროვილმა გოგირდმა შეიძლება, გამოიწვიოს ზეწოლა, დაგუბება, ყურის ტკივილი ან წუილი.

წნევის ცვალებადობა (ბაროტრავმა) – თვითმფრინავით ფრენის, მთაში ასვლის ან ყვინთვის დროს წნევის მკვეთრი ცვლილება აწვება დაფის აპკს.

უცხო სხეული – განსაკუთრებით ბავშვებში, ყურში უცხო სხეულის ან მწერის მოხვედრა.

ტრავმა: დაფის აპკის დაზიანება – მაგალითად, ყურის ჩხირის ღრმად ჩაყოფით ან ძლიერი დარტყმით

3. ირადიირებული (გადაცემითი) ტკივილი

ხშირად ყური თავად ჯანმრთელია, მაგრამ ტკივილი გადაეცემა მეზობელი ორგანოებიდან:

კბილის პრობლემები – კარიესი, სიბრძნის კბილის ამოჭრა ან ღრძილის ანთება.

ყელის ანთება – ანგინა (ტონზილიტი) ან ფარინგიტი ყლაპვისას ხშირად იძლევა ტკივილს ყურის არეში.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია – ყბის ტკივილი, რომელიც ღეჭვისას ან პირის გაღებისას ყურს გადაეცემა.

წიაღების ანთება (სინუსიტი) – სახის არეში წნევამ შეიძლება, ყურის ტკივილიც გამოიწვიოს.

სახლის პირობებში მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებასა და ტკივილის გაყუჩებაზე, სანამ ზუსტ მიზეზს დაადგენთ.

თუ ტკივილი გაციებისგან ან მსუბუქი გაღიზიანებისგანაა გამოწვეული, შემდეგი ნაბიჯები დაგეხმარებათ:

პირველადი დახმარება და ტკივილის გაყუჩება

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომლებიც ეფექტურად ამცირებს როგორც ტკივილს, ისე ანთებას.

თბილი ან ცივი კომპრესი – დაიდეთ თბილი (არა ცხელი!) პირსახოცი ან სათბურა ყურის გარშემო 10–15 წუთის განმავლობაში.— შეგიძლიათ სცადოთ ცივი კომპრესი და დააკვირდეთ, რომელი უფრო გიმსუბუქებთ მდგომარეობას.

თავის წამოწეული პოზიცია: ძილის დროს გამოიყენეთ დამატებითი ბალიში. თავის წამოწევა ამცირებს წნევას შუა ყურში და ტკივილს შედარებით აყუჩებს.

რისი გაკეთება არ შეიძლება

არ ჩაიწვეთოთ არაფერი ყურში: თუ არ იცით, მთელია თუ არა დაფის აპკი – ყურის წვეთების, ზეთის, ალკოჰოლის ან ხალხური საშუალებების (მაგალითად, ნივრის წვენის) ჩაწვეთებამ შეიძლება მძიმე გართულება ან მხედველობის/სმენის დაზიანება გამოიწვიოს.

არ გამოიყენოთ ყურის ჩხირები: ჩხირით წმენდამ შეიძლება ინფექცია უფრო ღრმად შეიყვანოს ან დაფის აპკი დააზიანოს.

როდის არის აუცილებელი ექიმთან (ექიმ-ოტოლარინგოლოგთან) ვიზიტი

სახლის მეთოდები მხოლოდ დროებითი გამოსავალია. ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ, თუ:

* ყურიდან გადმოდის ჩირქი, სისხლი ან გამჭვირვალე სითხე;

* ტკივილს ახლავს მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა ან ღებინება;

* მკვეთრად დაგიქვეითდათ სმენა;

* ტკივილი 48 საათზე მეტხანს გრძელდება ან თანდათან ძლიერდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი