ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კითხვა: ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, მაგრამ თითქმის ყველა მისი საქციელი მაღიზიანებს. 3 წლის ხდება. მასთან ერთად გატარებული დრო არ მსიამოვნებს – ძალიან ჭირვეულია, ჯიუტი და გაუგონარი. არ ვიცი, ნორმალურია, ასე რომ ვარ განწყობილი? მე მჭირდება დახმარება თუ მას?
პასუხი: რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა არ არის ნორმალური, დახმარება, პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ. ნუღარ გადადებთ გამოცდილ ფსიქოლოგთან ვიზიტს. დროის გაყვანა და დალოდება იმ მიზნით, რომ თქვენს ურთიერთობაში სასიკეთო ცვლილება თავისთავად მოხდება, დაუშვებელია.
კითხვა: მაიტერესებს, დერმატოლოგთან კონსულტაციის გარეშე თუ შეიძლება ვიტილიგოს ამოცნობა?
პასუხი: ვიტილიგოს დამოუკიდებლად ამოცნობა რთულია, რადგან კანზე თეთრი ლაქების გაჩენა შეიძლება, ბევრ სხვა მდგომარეობას ახასიათებდეს, მაგალითად, სოკოვან ინფექციას, პიტირიაზს ან პოსტანთებით ჰიპოპიგმენტაციას. ვიტილიგოსთვის დამახასიათებელია მკვეთრად შემოსაზღვრული, რძისფერი ლაქები, რომლებიც ხშირად სიმეტრიულად ჩნდება სხეულის ორივე მხარეს, თუმცა ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებელია დერმატოლოგის მიერ სპეციალური „ვუდის ლამპით“ დათვალიერება. ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული, რადგან არასწორმა დიაგნოზმა შეიძლება, დრო დაგაკარგვინოთ და სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ.
კითხვა: 3 წლის ბავშვმა დაიწყო, ეგრეთ წოდებული, ენის მოჩლექა. ორი წლიდან გამართულად ლაპარაკობს, ყველა ბგერას სწორად გამოთქვამდა. ეს კი ბაღში შეყვანის მერე შევნიშნე და ცოტა ვნერვიულობ. ბავშვს სტრესის ფონზე ხომ არ დაემართებოდა?
პასუხი: დიახ. შეიძლება, იყოს ემოციური სტრესის ფონზე და სასურველია ფსიქოლოგთან კონსულტაცია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




