მედიცინა

რა დაავადებებზე მიგვითითებს ენის მდგომარეობა და როგორ უნდა მოვუაროთ მას

№53

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 10.01

ენა
დაკოპირებულია

იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ენა, შეგიძლიათ, წარმოდგენა შეიქმნათ საკუთარი ორგანიზმის და კონკრეტული ორგანოების ჯანმრთელობის შესახებ. სარკეში კარგად დააკვირდით ენას და თუ შეამჩნევთ, რომ ენაზე ნადები გაქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ენაზე შხამებია დალექილი, რომელიც თქვენი ორგანიზმიდან გამოიყოფა. ტოქსინები ნერწყვში გადადის და რადგან ღამე ნერწყვს ვერ ვყლაპავთ, შხამები ენაზე ილექება. ენაზე ნადების ფერის მიხედვით შეგიძლიათ დაასკვნათ, რომელი ორგანოს დაავადება გაქვთ.

* თუ ენაზე თეთრი ფერის ნადები გაქვთ, ეს კუჭის დაავადების მაჩვენებელია;
* თუ თქვენი პრობლემა გულის დაავადებაა, მაშინ ენაზე მოლურჯო ფერის ნადები გექნებათ.
* იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ენა მკვეთრი წითელი ფერისაა, ეს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე შესაძლო ანთებითი პროცესის მანიშნებელი იყოს. მაგრამ თუ ენა წითელია და ნადები არ აღგენიშნებათ, მაშინ გამოშრობის პროცესია დაწყებული.
* ენის სიფერმკრთალე ნივთიერებათა ცვლის დარღვვევის მანიშნებელია. მოცისფრო ენა კი გაუარესებული სისხლის მიმოქცევაზე მიანიშნებს;
* ძალიან მკრთალი ფერის ენა ანემიისათვისაა დამახასიათებელი. მუქი წითელი – ფილტვების ანთების, მძიმე ინფექციური დაავადების, მაღალი სიცხის, იშემიის ან მოწამვლის. რაც უფრო მუქია ენა, მით უფრო მძიმეა დაავადება;
* შესიებული ენა, რომელიც ნორმალურზე ცოტა დიდი და სქელია, ენის ქსოვილების ანთებასა ან სხეულში შეშუპებებზე მეტყველებს;
* თუ ენაზე ყვითელ ან თეთრ ნადებს შეამჩნევთ, რომელიც დაკლაკნილია და გოეგრაფიულ რუკას მოგაგონებთ, ესეც ის ჩვენებაა, რომლის დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ.
* ენაზე ყვითელი ფერის ნადები სანაღვლე სისტემის დაავადების მაუწყებელია;
* რუხი ფერის ნადები კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს.
* ნაცრისფერი და შავი ფერის ლაქები ქრონიკული დაავადების მანიშნებელია;
* თეთრი ან მონაცრისფრო ლაქების მიზეზი შეიძლება, კანდიდოზური სტომატიტი იყო.
* თუ ენაზე ლაქები შეამჩნიეთ, მაგრამ კუჭ-ნაწლავის პრობლემა არ გაწუხებთ, მიმართეთ სტომატოლოგს.
* ვარდისფერი, სველი და ნერწყვისგან თეთრი თხელი ნადების მქონე ენა ნიშნავს, რომ თქვენ ჯანმრთელი ხართ.
გახსოვდეთ, რომ ენას ყოველდღიური გასუფთავება სჭირდება, ისევე, როგორც კბილებს. ხშირ შემთხვევაში, კარიესისა და კბილების გაყვითლების მიზეზი ბაქტერიებით სავსე ენაა. ენის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ თავიდან აირიდოთ პირის ღრუს პრობლემები, შეინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები და თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჯერ კბილები უნდა გაისუფთაოთ და შემდეგ ენა.
ენის გაწმენდა შეგიძლიათ უბრალო კბილის ჯაგრისით, რომელსაც უკანა მხარეს სპეციალური ენის საწმენდიც აქვს.
პირველ რიგში კი, კარგად დაათვალიერეთ ენა სარკეში. თუ სადმე დაზიანებას ან უჩვეულოს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...