მედიცინა

პომიდვრის სამკურნალო თვისებები

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.11

პომიდორი
დაკოპირებულია

პომიდორში დიდი რაოდენობით არის ანტიოქსიდანტი ლიკოპინი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დამსახურება გულის დაავადებებისა და კიბოს რისკის შემცირებაში.

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ პომიდვრის რეგულარული მიღება ძალიან კარგია კიბოს პრევენციისთვის, განსაკუთრებული როლი კი ამ საქმეში ლიკოპინს აკისრია. მისი მოქმედება განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატის კიბოს დროს. ხელს უშლის ძუძუს კიბოს განვითარებას. 50%-ით ამცირებს კანის კიბოს წარმოქმნის რისკს, რადგან ქსოვილებს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და თავისუფალი რადიკალებისგან იცავს.

პომიდვრის პროდუქტების კლინიკური კვლევები მიუთითებს, რომ ისინი აქტიურად მოქმედებენ ანთების საწინააღმდეგოდ. ასევე, აქვთ დამცავი ეფექტი სისხლძარღვების შიდა ფენაზე და შესაძლოა, შეამცირონ სისხლის შედედების რისკი. პომიდორი სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვისაც.

პომიდორზე დაფუძნებულმა საკვებმა, რომელიც მდიდარია ლიკოპენითა და სხვა მცენარეული ნაერთებით, დიდია შანსი, დაგვიცვას მზის დამწვრობისგან.

არსებობს არასწორი წარმოდგენა, თითქოს პომიდორში ძალიან ბევრი შაქარია. სტაფილო კიდევ ერთი ბოსტნეულია, რომელსაც მსგავსი რეპუტაცია აქვს. არც პომიდორი და არც სტაფილო არ შეიცავს შაქარს.

დიაბეტის დროს კვების დაგეგმვისას, პომიდორი, ისევე როგორც სტაფილო, ითვლება უსახამებლო ბოსტნეულად. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივად წარმოქმნილი შაქრის რაოდენობა ულუფაში მინიმალურია.

დიაბეტურ დიეტაში უსახამებლო ბოსტნეულის ულუფა დაახლოებით 60-70 გრამია. ეს მოხარშულის შემთხვევაში. ხოლო უმის პირობებში - 130-140 გრამი. ორივე შეიცავს 2 გრამ შაქარს და 4 გრამ ნახშირწყლებს.

მაგალითად რომ მოვიყვანოთ ხილი და სახამებლიანი ბოსტნეული, როგორიცაა კარტოფილი, სიმინდი, ბარდა და ლობიო – ხილის ან სახამებლის შემცველი ბოსტნეულის ულუფა, როგორიცაა პატარა ვაშლი ან 100 გრამი ლობიო, შეიცავს, დაახლოებით, 2-დან 15 გრამ შაქარს და 15 გრამ მთლიან ნახშირწყლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უსახამებლო ბოსტნეული, როგორიცაა პომიდორი, შეიცავს ნაკლებ შაქარს და ნახშირწყლებს და ბევრად სასარგებლოა.

შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანების გლუკოზის დონეზე გავლენას ახდენს საკვებში ნახშირწყლების რაოდენობა. ვინაიდან, პომიდორი დიდი რაოდენობით არ შეიცავს ნახშირწყლებსა და შაქარს, არის B ვიტამინების შესანიშნავი წყარო, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა და ვიტამინები A, C, E და K, ის იდეალური ვარიანტია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. ყველა ფორმის, გემოსა და ფერის უსახამებლო ბოსტნეული რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია როგორც დიაბეტის მქონე, ასევე, ჯანმრთელი ადამიანებისთვის.

ჩერი პომიდორი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. მასში ასევე, დიდი რაოდენობითაა ლიკოპენი. ჩერი პომიდორი უხვად შეიცავს B და K ჯგუფის ვიტამინებს.

საერთო ჯამში, პომიდორი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა