მედიცინა

პოდაგრის მკურნალობა

№10

ავტორი: ნინო კანდელაკი 14:00 20.03, 2021 წელი

პოდაგრას მკურნალობა
დაკოპირებულია

გაიგეთ ყველაფერი პოდაგრას შესახებ

პოდაგრა, ანუ ნიკრისის ქარი, ართრიტის ფორმაა, რომლის დროსაც ხდება მცირე ზომის კრისტალების ჩალაგება სახსრებში და მათ ირგვლივ. ეს მდგომარეობა იწვევს ძლიერ ტკივილს და შეშუპებას. ეს პრობლემა მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში.

პოდაგრა შეიძლება, განვითარდეს ნებისმიერ სახსარში, მაგრამ ძირითადად კიდურების დამაბოლოებელ სახსრებში, როგორიცაა: ფეხის თითები, კოჭები, მუხლები და ხელის თითები.

პოდაგრის სიმპტომები:

* სახსარში შეიგრძნობა სითბო ან გახურება და ძალიან მგრძნობიარეა;

* ძლიერი ტკივილი ერთ ან უფრო მეტ სახსარში;

* დაზიანებული სახსრის გარშემო წითელი და პრიალა კანი;

* შეშუპება დაზიანებულ სახსარში და მის გარშემო.

დროის გასვლასთან ერთად სახსარი იბრუნებს ნორმალურ შეგრძნებასა და ფორმას, შეტევისაგან გამოწვეული ტკივილიც სრულად ქრება.

პოდაგრას სისხლში შარდმჟავას დონის მომატება იწვევს. შადმჟავა ორგანიზმის მიერ ყოველდღე გამომუშავებული ნარჩენი პროდუქტია, რომელიც თირკმელებით გამოიყოფა.

პოდაგრის რისკის გამზრდელი ფაქტორებია:

* ჭარბი წონა;

* მაღალი წნევა;

* დიაბეტი;

* ხანგრძლივი ტიპის თირკმლის პრობლემები, რაც ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას;

* ისეთი საკვების მიღება, რომლებიც იწვევენ შარდმჟავას დაგროვებას სხეულში, მაგალითად: წითელი ხორცი, გულ-ღვიძლი და ზღვის პროდუქტები;

* დიდი რაოდენობით ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მიღება.

პოდაგრის მკურნალობის მეთოდიკაში ორი ძირიდადი მიზანია:

* შეტევის დროს სიმპტომების მოხსნა – შესაძლებელია, ყინულის პაკეტების გამოყენებით ან ტკივილგამყუჩებლებით;

* გენეტიკური ფონი.

პოდაგრის შემდგომი შეტევის პრევენციაა – ცხოვრების სტილის შეცვლა, წონაში კლება, წნევის რეგულაცია.

ზოგჯერ შარდმჟავას დონე საკმარისაც მცირდება, რასაც შედეგად მოჰყვება პოდაგრის გამომწვევი კრისტალების გახსნა და დაავადება იკურნება. თუმცა, ძირითადად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახასიათებს რეციდივები.

პოდაგრის შესაძლო გართულებებია:

* კენჭები თირკმელში – შარდმჟავას მაღალი დონე, ასევე, იწვევს კენჭების განვითარებას თირკმელში;

* კანის ქვეშ ტოფუსების ფორმირება – ტოფუსი მცირე ან დიდი ზომის კვანძოვანი წარმონაქმნია, რომელიც ზოგჯერ ხილულია და ხელით ადვილად ისინჯება;

* სახსრების მუდმივი დაზიანება.

მის დამარცხებაში შემდეგი ნაყენი დაგეხმარებათ:

300 მილილიტრ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ დაჭრილი დაფნის ფოთლები. ჩაასხით თერმოსში და დააყოვნეთ ღამით. დილით გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, 7 დღის განმავლობაში.

ეს ნაყენი ხელს შეუწყობს შარდის გამოყოფას, ეს იმის ნიშანია, რომ მარილები გამოიდევნება თქვენი სხეულიდან. შედეგს, დაახლოებით, 10 დღის შემდეგ იგრძნობთ.

იოდი გადაასხით შუშის ჭურჭელში და ჩაყარეთ შიგ წინასწარ დაფხვნილი ასპირინის აბები. ასპირინი მთლიანად უნდა გაიხსნას იოდში და გააუფერულოს. სითხის გაღიავების შემდეგ მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. წაისვით ძილის წინ დაზიანებულ სახსრებზე, ამის შემდეგ დაითბილეთ ეს ადგილი. ფეხებზე ჩაიცვით წინდები, ხოლო ხელებზე – ხელთათმანები. დილას ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. განაგრძეთ მკურნალობა პოდაგრის გაქრობამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა