მედიცინა

ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ხალხური საშუალება

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.05

ოსტეოპოროზი
დაკოპირებულია

ოსტეოპოროზი შეიძლება, წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს, ამიტომ მას ჩუმ დაავადებასაც უწოდებენ. 

ოსტეოპოროზი ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვითარდება. მის პროგრესირებასთან ერთად, ხშირად ვლინდება გარკვეული სიმპტომები.

ოტეოპოროზის სიმპტომებია:

წელის ტკივილი;

აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის კლება, ხერხემლის გამრუდება, სიარულის მანერის შეცვლა;

ადვილად დაღლა და ყრუ ტკივილები ზურგის არეში, სიარულის ან ერთსა და იმავე პოზაში დგომის დროს;

ზურგის ტკივილი მძიმე საგნის აწევის ან მოუხერხებელი მოძრაობის შემთხვევაში;

სახსრების ტკივილი, რომელიც ერთ პოზაში ყოფნის ან მოძრაობის დროს იმატებს, დაწოლისას კი ქრება.

ოსტეოპოროზის მკურნალობა და ძვლის მინერალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება კალციუმის, მიკროელემენტებისა და D ვიტამინის მიღებით არის შესაძლებელი.

კვერცხის ნაჭუჭი ორგანული კალციუმის ყველაზე ხელმისაწვდომი წყაროა. ძველ დროში, მას ფეხმძიმე და მეძუძური ქალები იყენებდნენ, რადგან ამ დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით კალციუმს კარგავს, რაც კბილების, ფრჩხილებისა და თმის დაზიანებას იწვევს.

ორგანიზმში კალციუმის მარაგი მუდმივი არ არის. მისი რაოდენობა 50 წლის ასაკის ზემოთ, საგრძნობლად მცირდება. რაც ოსტეოპოროზის რისკს ზრდის. უფროსი ასაკის ადამიანებში კვერცხის ნაჭუჭის მიღება, ხელს უშლის ამ დაავადების განვითარებას.

2-3 წუთით წყალში წამოადუღეთ კვერცხი, რათა მასზე დარჩენილი ჭუჭყი მოშორდეს. შემდეგ შიგთავსი მოაშორეთ და დაიტოვეთ მხოლოდ ნაჭუჭი. ახალ კვერცხს შიგთავში ადვილად შორდება, ძველს კი – რთულად. შემდეგ კვერცხის ნაჭუჭი გარეცხეთ, ღუმელში გააშრეთ. ოღონდ 1-2 წუთით, ისე, რომ მისი ფერი ყვითელი იყოს და არა ყავისფერი.
კვერცხის ნაჭუჭი გაშრობის შემდეგ დაფხვენით და კერძს ჭამის წინ დანის წვერით დაუმატეთ.
მისი მიღება შეგიძლიათ საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს.
მკურნალობის კურსი სამი თვე გრძელდება. მისი რაოდენობა ერთჯერადად გამოყენებისას 0.02 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ერთი თვის შესვენების შემდეგ კი, შეგიძლიათ, კურსი განაახლოთ.

ოსტეოპოროზით დაავადებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ასევე, მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

* საფრთხო გარემოს შექმნა, რაც შეამცირებს წაქცევის რისკებს;

* გამართული დგომა, სიარული და ჯდომა;

* მყარ საწოლზე წოლა;

* თამბაქოზე, ალკოჰოლსა და ყავაზე უარის თქმა;

* სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება;

* მაღალ მაგიდასთან მუშაობა.

ოსტეოპოროზი ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი მასის შემცირებით, ძვლების სიმყიფის ზრდითა და მოტეხილობების განვითარების სიხშირით ხასიათდება.

ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლის ასაკის ზევით, ყოველი მესამე ქალი და მეხუთე მამაკაცი ოსტეოპოროზით არის დაავადებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

14- 20 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

რკინადეფიციტური ანემია

როგორ მოვიქცეთ რკინადეფიციტური ანემიის დროს