მედიცინა

ოხრახუშის სასარგებლო თვისებები

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.10

ოხრახუში
დაკოპირებულია

ოხრახუშის ფოთლები ძალიან სასარგებლოა:

✔️იმუნიტეტის ასამაღლებლად;

✔️ართრიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;

✔️ ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაუმჯობესებისთვის;

✔️სისხლძარღვების კედლების გამტკიცებისთვის;

✔️ ანტიოქსიდანტების გამომუშავებისთვის;

✔️ ჰემოლოგიური (სისხლის) დაავადებების პროფილაქტიკისთვის;

✔️ არტერიული წნევის შემცირებისთვის;

✔️ რესპირატორული და ალერგიული რინიტების პროფილაქტიკისთვის;

✔️ მომატებული მჟავიანობის რეგულირებისთვის;

✔️ შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების მკურნალობისთვის;

✔️ ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის;

✔️ პირის ღრუს სანაციისთვის;

✔️ პიელონეფრიტის მკურნალობისთვის;

✔️სისხლში შაქრის დონის შემცირებისთვის (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებებისთვის);

✔️ორგანიზმიდან მარილებისა და ტოქსინების გამოდევნისთვის (არის შარდმდენი საშუალება);

✔️ მხედველობის გაუმჯობესებისთვის;

✔️ქსოვილების რეგენერაციისთვის.

ოხრახუშის ფესვები სასარგებლოა:

✔️იმუნიტეტის ამაღლებისთვის;

✔️ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების მუშაობის კორექციისთვის;

✔️პირის ღრუს დეზინფექციისთვის;

✔️ ორგანიზმიდან შლაკების, ტოქსინებისა და ზედმეტი სითხის გამოდევნისთვის;

✔️შებერილობის პროფილაქტიკისთვის;

✔️ შარდ-სასქესო ტრაქტის მუშაობის ნორმალიზებისთვის;

✔️შაქრიანი დიაბეტის დროს გლუკოზის დონის შემცირებისთვის;

✔️ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის ნორმალიზებისთვის;

✔️რევმატიზმისა და ართრიტის მკურნალობისთვის;

✔️გაცხიმოვნების კომპლექსური მკურნალობისას;

✔️პიგმენტაციის ალაგმვის, თვალის უპეების შესიებისა და ჩაშავების მოსაშორებლად.

ოხრახუში ქალებს უწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, ახშობს ტკივილს მენსტრუაციის დროს. უუმჯობესებს მდგომარეობას კლიმაქსის პათოლოგიური მიმდინარეობისას. ხელს უწყობს ქალის სილამაზის შენარჩუნებას, რადგან ძალიან კარგად მოქმედებს კანზე. კარგია მეძუძური დედებისთვის, თუმცა, დიდი რაოდენობით არ შეიძლება.

მამაკაცებს უმაღლებს პოტენციას, უუმჯობესებს წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციას, ასევე შარდსასქესო სისტემის მოქმედებას, გამოჰყავს ტოქსინები ალკოჰოლური მოწამვლის დროს.

ოხრახუშს იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც. სახლის პირობებში შეგიძლიათ, დაამზადოთ მკვებავი ნიღაბი მშრალი სახის კანისა და ყელისთვის: ოხრახუშის დაქუცმაცებული ფოთლები შეურიეთ ცხიმიან არაჟანში ან იოგურტში. წაისვით სახესა და ყელზე და 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ოხრახუშის ნახარშის მომზადება:

ორ სუფრის კოვზ ოხრახუშის დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ფესვებს (შეიძლება მხოლოდ ფესვებიც) დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. მიიღეთ დღეში ოთხჯერ 1-2 სუფრის კოვზი ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ოხრახუშს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა ახასიათებს, ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ. უნდა გაითვალისწინოთ ამ მცენარის პირადი აუტანლობა, ეპილეფსია ანამნეზში, ასევე, მწვავედ მიმდინარე ცისტიტი და ნეფრიტი. დიდი რაოდენობით ოხრახუშის მიღება შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს კალციუმის ცვლაზე ორგანიზმში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...