ნუშის სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 36 წუთის წინ
ნუში მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით E ვიტამინით), ჯანსაღი ცხიმებით, ბოჭკოთი, მაგნიუმითა და ანტიოქსიდანტებით. მისი რეგულარული, ზომიერი მოხმარება დადებითად მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერა – ნუშში შემავალი მონოუჯერი (ჯანსაღი) ცხიმები და ანტიოქსიდანტები ეხმარება „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონის შემცირებასა და სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას, რაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
სისხლში შაქრის დონის დარეგულირება – ნუში დაბალნახშირწყლოვანია, თუმცა მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ცილითა და ბოჭკოთი. მასში შემავალი დიდი რაოდენობით მაგნიუმი ეხმარება ორგანიზმს ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებაში, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ტიპი 2 დიაბეტის დროს ან მისი პრევენციისთვის.
წნევის კონტროლი – მაგნიუმის დეფიციტი ხშირად უკავშირდება მაღალ არტერიულ წნევას. ნუშის მიღება ეხმარება ორგანიზმს მაგნიუმის ბალანსის შევსებაში, რაც უზრუნველყოფს წნევის სტაბილიზაციას.
უჯრედების დაცვა (ძლიერი ანტიოქსიდანტი): E ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, ნუში იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისა და თავისუფალი რადიკალებისგან, რაც ანელებს დაბერების პროცესს და ამცირებს ქრონიკული ანთებითი პროცესების განვითარებას.
მონელება და ნაწლავის მიკრობიომი – ნუშის კანში არსებული ბოჭკო მოქმედებს როგორც პრებიოტიკი, რაც ხელს უწყობს ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას.
ძვლების სიმტკიცე – შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმსა და ფოსფორს — მინერალებს, რომლებიც აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცისა და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის.
წონის მართვა და დანაყრება: მიუხედავად მაღალი კალორიულობისა, ცილის, ბოჭკოსა და ჯანსაღი ცხიმების კომბინაცია დიდხანს ინარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას, რაც ხელს უშლის ჭარბი კალორიების მიღებას.
ოპტიმალური დღიური ულუფა არის, დაახლოებით, 20-30 გრამი (ერთ მუჭამდე). უმჯობესია მიირთვათ ნედლი, მოუხალავი და უმარილო ნუში, რადგან თერმული დამუშავება და მარილი ამცირებს მის სასარგებლო თვისებებს. ნუშის სამკურნალოდ გამოყენება შესაძლებელია როგორც შინაგანად (საკვებად), ისე გარეგანად (ნუშის ზეთის სახით).
შინაგანი გამოყენება – დაბლენდერებული ნუში კუჭის მჟავიანობისას – კუჭის წვის (გულძმარვის) დროს 4-5 ცალი უმი, გაფცქვნილი ნუშის ნელა დაღეჭვა ეხმარება კუჭის მჟავის ნაწილობრივ ნეიტრალიზებას. მცენარეული „ნუშის რძე“: წყალში გააჩერეთ ცოტა ხანს და დააბლენდერეთ. დაბლენდერებული ნუში შესანიშნავი ალტერნატივაა ლაქტოზის აუტანლობისას. ის ამშვიდებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას.
დაბალანსებული კვება დიაბეტისა და წნევის დროს – ყოველდღიურად 15-20 ცალი მთლიანი, უმი ნუშის მიღება, ძირითად ჭამამდე ან წასახემსებლად, ეხმარება სისხლში შაქრის ნახტომების თავიდან აცილებასა და წნევის დარეგულირებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





