მედიცინა

კარალიოკის სამკურნალო თვისებები

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 21 წუთის წინ

კარალიოკი
დაკოპირებულია

კარალიოკსა და ხურმას უამრავი სასარგებლო და სამკურნალო თვისება აქვს. ის განსაკუთრებით მდიდარია A, C, E, B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, ფოსფორითა და ანტიოქსიდანტებით.

კარალიოკისა და ხურმის ძირითადი სამკურნალო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერა – კალიუმის მაღალი შემცველობა ეხმარება არტერიული წნევის დარეგულირებას და ამცირებს ჰიპერტენზიის რისკს. მათში არსებული ანტიოქსიდანტები (ფლავონოიდები, ტანინები) ამცირებენ „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონეს და იცავენ სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან.

იმუნიტეტის გაძლიერება – C ვიტამინის მაღალი კონცენტრაცია აძლიერებს ორგანიზმის დაცვით უნარს ინფექციებისა და ვირუსების წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.

საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი – მცენარეული ბოჭკოები (უჯრედისი) აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, ეხმარება შეკრულობის თავიდან აცილებაში და აწესრიგებს მონელების პროცესს. ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებას.

მხედველობის გაუმჯობესება – A ვიტამინი და ბეტა-კაროტინი იცავს თვალის ბადურას, აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში და ამცირებს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის რისკს.

ანემიის პროფილაქტიკა – რკინა ეხმარება ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებას და სასარგებლოა ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს.

ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი – პოლიფენოლები და კაროტინოიდები ნეიტრალიზებენ თავისუფალ რადიკალებს, ამცირებენ უჯრედულ ანთებებს და იცავენ ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან.

კარალიოკსა და ხურმას ხალხურ და ალტერნატიულ მედიცინაში სხვადასხვა მიზნით იყენებენ. სასარგებლოა, როგორც ნაყოფი, ისე მისი ფოთლები და ყუნწები

გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და წნევის რეგულირებისთვის – დღეში 1–2 ცალი მწიფე, ახალი ნაყოფის მიღება ეხმარება სისხლძარღვების კედლების გამაგრებას და არტერიული წნევის სტაბილიზაციას.

ხველის, ყელის ტკივილისა და გაციების დროს ოდნავ თბილ წყალში გახსნილი მწიფე ხურმის წვენი (1:1 პროპორციით) გამოიყენება ყელში გამოსავლავად. ის ამშვიდებს ანთებით პროცესს და ამცირებს ტკივილს.

ანემიისა და ძალების აღდგენისთვის – ხურმის ჩირი ინარჩუნებს რკინისა და ვიტამინების უმეტეს ნაწილს. დღეში 2-3 ცალი ჩირის ჭამა ეხმარება ჰემოგლობინის დონის ამაღლებას, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის ან ავადმყოფობის შემდგომ აღდგენას.

კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარეგულირებისთვის შეკრულობის დროს – გამოიყენება მხოლოდ სრულად მწიფე, რბილი კარალიოკი.

გაითვალისწინეთ:

კარალიოკი შეიცავს შედარებით დიდი რაოდენობით ბუნებრივ შაქრებს (ფრუქტოზასა და გლუკოზას), რის გამოც დიაბეტის დროს მისი მიღება ზომიერად უნდა მოხდეს. დაუმწიფებელი ხურმა შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს კუჭის დამძიმება ან საჭმლის მონელების შეფერხება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი