მედიცინა

მუხუდო თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.03

მუხუდო
დაკოპირებულია

მუხუდო მდიდარია ხსნადი უჯრედისით, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. ეს საოცარი პარკოსანი სისხლში ინსულინსა და გლუკოზას აბალანსებს, რისი წყალობითაც დიაბეტის განვითარებას უშლის ხელს.

რკინით, ფოსფორით, მაგნიუმით, სპილენძითა და თუთიით მდიდარი მუხუდო ამაგრებს ძვლებს და შესანიშნავი პროფილაქტიკაა ისეთი ასაკობრივი ძვლოვანი დაავადებისთვის, როგორიცაა ოსტეოპოროზი.

მუხუდოს რეგულარული მიღების შემთხვევაში სისხლში მცირდება ქოლესტერინის დონე.

მუხუდოში შემავალი ქოლინი ებრძვის ქრონიკულ ანთებებს, აწესრიგებს ძილს, ამაღლებს კუნთების ელასტიკურობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

უამრავი ცილისა და რკინის წყალობით მუხუდო აჯანსაღებს კანს, აღკვეთს სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ებრძვის თმის ცვენას.

მუხუდოში შემავალი მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები ძალზე სასარგებლოა თვალებისა და მხედველობისთვის.

წყალი, რომელშიც მუხუდო იხარშება, თავად პროდუქტზე არანაკლებ სასარგებლოა და მისი გამოყენება სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება.

თუ მუხუდოს ნახარშს:

სახის კანზე წაისვამთ – ლაქებსა და გამონაყარს მოგაშორებთ;

პირის ღრუში გამოივლებთ – მოგიშუშებთ წყლულებს, განკურნავს კბილებისა და ღრძილების დაავადებებს;

უზმოზე დალევთ – დაგიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას და დაგეხმარებათ გახდომაში.

გარდა ამისა, დაგიცხრობთ შეშუპებებსა და შებერილობას.

ჩაყარეთ მუხუდო ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ მარცვლებს ორი თითის დადებაზე ფარავდეს. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი პურის სოდა და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ და ახალი წყალი დაასხით – ამჯერად იმდენი, რომ მარცვლებს სამი თითის დადებაზე ფარავდეს. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 35 წუთის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ სოდა, რომელიც მუხუდოს დალბობისას ემატება, გარდა იმისა, რომ არბილებს მას, ასევე იცავს ორგანიზმს გაზწარმოქმნისგან.

იმ შემთხვევაში, თუ პურის სოდა არ გაქვთ, გაზწარმოქმნისგან ჩვეულებრივი კარტოფილი დაგიცავთ. უბრალოდ, როდესაც მუხუდოს მოსახარშად დადგამთ, მასში გაფცქვნილი და ოთხად გაჭრილი ერთი ცალი კარტოფილი ჩააგდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი