მწვანე ლობიოს გასაოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 20.09
სასარგებლოა გულისთვის – ცნობილია, რომ მწვანე ლობიო მდიდარია ხსნადი ბოჭკოვანი ნივთიერებებით, რომელთა მიღება აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს, ასევე, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და ამით იცავს თქვენს გულს.
ხელს უწყობს წონის კორექციას – მწვანე ლობიო გამოირჩევა დიდი რაოდენობით ცილის შემცველობით. კვლევებით აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ პროტეინებითა და ბოჭკოვანი ნივთიერებით გაჯერებულ საკვებს, უკეთეს შედეგებს იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს და უცხიმო დიეტას ანიჭებენ უპირატესობას.
ეფექტურია დიაბეტის დროს – მწვანე ლობიო მართლაც ძალიან ეფექტურია დიაბეტით დაავადებულთათვის. მისი ხშირი მიღება ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, უნარი აქვს, ჩაანაცვლოს ინსულინი და დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები.
წარმოადგენს ფოლიუმის მჟავისა და მაგნიუმის წყაროს – მაგნიუმის დეფიციტი უარყოფითად აისახება ყველა სასიცოცხლო პროცესზე. ის აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის, გულის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, ტვინისა და ზოგადად, ნერვული სისტემის მუშაობისათვის.
რაც შეეხება ფოლიუმის მჟავას, ის წყალში ხსნადი ვიტამინია, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს და სხვაგვარად B9 ვიტამინი ეწოდება. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ორგანიზმში ცილებისა და ამინომჟავების სინთეზის პროცესში, დიდ როლს ასრულებს ყველა ქსოვილის შენებაში.
დაგეხმარებათ დეპრესიასთან ბრძოლაში – დიახ, მწვანე ლობიო დაგეხმარებათ, ებრძოლოთ დეპრესიას. ის B ჯგუფის ვიტამინების, უჯრედისის, ორგანული მჟავისა და ანტიოქსიდანტების წყაროა. სხვადასხვა კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ მისი ხშირი გამოყენება ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებასა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს. აღმოჩნდა, რომ მწვანე ლობიოს შეუძლია, სასწაული მოახდინოს თქვენი განწყობის გასაუმჯობესებლად.
სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის – მწვანე ლობიო გამოირჩევა დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველობით, რომელიც დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, წმენდს ნაწლავებს, ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას.
სასარგებლოა ორსულობის დროს – მწვანე ლობიო იდეალური საკვებია, როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში, რადგან მდიდარია რკინითა და კალციუმით. მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა კი განსაკუთრებით აუცილებელია ორსულობის დროს, ნაყოფის ზრდისთვის.
სასარგებლოა პარკინსონის დაავადების დროს – მწვანე ლობიო შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც აქვს ლევოდოპას მსგავსი მოქმედება. ლევოდოპა შედის იმ პრეპარატების შემადგენლობაში, რომლებიც პარკინსონის სამკურნალოდ გამოიყენება. ის ამცირებს პარკინსონიზმის სიმპტომებს და ავსებს დოფამინის დეფიციტს თავის ტვინში.
წარმოადგენს C ვიტამინის წყაროს – C ვიტამინის შემცველობის გამო, მწვანე ლობიო ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას. 100 გრამი ნედლეული შეიცავს 1,4 მილიგრამ C ვიტამინს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან