მედიცინა

მრავალპროფილური საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური ცენტრი – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

№52

ავტორი: ინა სიმონია 10:00 04.01, 2022 წელი

N მედი ქლაბი
დაკოპირებულია

ქალბატონი ნინო ნადიბაიძე მრავალპროფილური საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური ცენტრის – „N მედი ქლაბის“, დირექტორი, მენეჯერი და კარდიოლოგია. აქვს უმდიდრესი სამედიცინო და მენეჯერული გამოცდილება. ქართულის გარდა ფლობს რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. ქალბატონი ნინო გვიყვება:

– 9 წელიწადი სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი და ინტერნატურიანად, 1989 წელს დავამთავრე. შემდეგ, განაწილებით, 3 წელი რუსთავში ვიმუშავე. კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში კარდიოლოგიის სპეციალობას დავეუფლე და ამ ხაზით განვაგრძე მუშაობა. პარალელურად, ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელთა ასოციაციაში“. მოვიპოვე გრანტი. 2001 წელს გაიხსნა ეკლესიასთან არსებული, ასევე, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელმაც 2015 წლამდე იარსება და ამ ცენტრის კარდიოლოგი და ხელმძღვანელი მე ვიყავი.

– როგორ მოხვდით „N მედი ქლაბში“?

– სამი წელი გულიკო ჩაფიძის კლინიკაში ვიღებდი მდიდარ გამოცდილებას. ასევე, ვისწავლე მარკეტოლოგია სპეციალურ კურსებზე. 2018 წელს კი კლინიკა „N მედი ქლაბი“ გაიხსნა და მას შემდეგ ამ კლინიკის დირექტორი, მენეჯერი და კარდიოლოგი ვარ.

– რა სახის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი თქვენთან?

– როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი კლინიკა მრავალპროფილურია და მრავალმხრივ სამედიცინო კვლევებსა და დიაგნოსტიკას ვახორციელებთ. თუკი ადრე კონტრაქტორ კლინიკებთან გვქონდა ურთიერთობა და მათი დახმარებით ვემსახურებოდით პაციენტებს, ახლა ეს ჩვენთანაა შესაძლებელი. ჩვენს კლინიკაში დავამონტაჟეთ, რომ იტყვიან, ბრენდი დანადგარები. მათი მეშვეობით კეთდება სისხლის ნებისმიერი ანალიზი, შარდის ანალიზი. დავამატეთ, აგრეთვე, ბაქტერიოლოგია და ეს ყველაფერი ჩვენთან შესაძლებელია შედარებით დაბალ ფასებში. სხვა კლინიკებმა მომსახურების ტარიფები გააძვირეს, ჩვენთან კი ისევ 2018 წლის ფასებია, ანუ ჩვენს კლინიკაში მაღალი დონის მომსახურების მიღება მისაღებ ფასებში ხდება. ერთი სიტყვით, ჩვენ ისეთი პროგრამა გვაქვს, რომ შეგვიძლია, პაციენტებს მომსახურება პროცენტულად დავუკლოთ.

– როგორც ვიცით, თქვენი ცენტრის ასეთი წარმატება დიდწილად თქვენი დამსახურებაა.

– სიმართლე გითხრათ, „N მედი ქლაბში“ ძალიან დიდი ენერგია და შრომა მაქვს ჩადებული. მოკრძალებით ვიტყვი, რომ ინვესტორს მე ვურჩიე ჩვენი ცენტრის იმგვარად მოწყობა, როგორი სახეც მას აქვს და რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი ჩემს კოლეგებსაც მიუძღვით. ანუ, ჩვენი ცენტრი მაღალპროფესიული კვალიფიკაციის სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. „N მედი ქლაბში“ შეგიძლიათ, ფართო პროფილით მიიღოთ მაღალი დონის სამედიცინო-დიაგნოსტიკური მომსახურება და როგორც სამედიცინო, ასევე ფინანსური კუთხით კმაყოფილი დარჩებით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

კლინიკა „N მედი ქლაბი“ გაერთიანდა კლინიკა „მედ გრუპ ჯორჯიასთან“’, რომელიც მულტიპროფილური ქირურგიული კლინიკა იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი