მედიცინა

მოცხარი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.05

მოცხარი
დაკოპირებულია

შავი მოცხარის ნაყოფს მომჟავო-მოტკბო გემო და განსაკუთრებული არომატი აქვს. მისი C და P ვიტამინების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კალიუმი დადებითად მოქმედებს გულზე, ხოლო კუმარინი ხელს უშლის სისხლის შედედებას. მოცხარში შემცველ პექტინს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები. მოცხარის მშრალი ფოთლების ნახარშს ასმევენ დიათეზით დაავადებულ ბავშვებს, ტოტების ნახარშში კი აბანავებენ მათ.

მჟავების მაღალი შემცველობის გამო წითელი მოცხარის ნაყოფის წვენი შესანიშნავად კლავს წყურვილს, ხსნის სპაზმებს, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აღძრავს მადას, რის გამოც რეკომენდებულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღსადგენად. ის გაციების, ანთების, ათეროსკლეროზის, დიაბეტის, ალერგიის, სურავანდის სამკურნალო და შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. გამოიყენება როგორც სისხლის აღმდგენი, ოფლის, შარდისა და ნაღველმდენი საშუალება.

ხალხურ მედიცინაში იყენებენ დაბალი სიმჟავის გასტრიტის, გულის დაავადების, რევმატიზმის, ასთმური პრობლემებისა და ხვრინვის სამკურნალოდაც კი.

წითელ მოცხარს აქვს ანტისიმსივნური, სიცხის დამწევი, სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები. ნაყოფის ანტისეპტიკური თვისებები სასარგებლოა საშარდე ბუშტითა და თირკმელებით დაავადებულთათვის. ნაყოფი ორგანიზმს ათავისუფლებს ქოლესტერინისა და ტოქსინებისგან. წითელი მოცხარი სისხლის მიმოქცევის კარგი საშუალებაა.

შავ მოცხარში შემავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ადამიანის ორგანიზმიდან გამოაქვთ რადიაქტიური ნივთიერებები, ანტიოქსიდანტები კი აუმჯობესებენ მეხსიერებას, ამიტომ მას სამკურნალო-პროფილაქტიკური პროდუქტების ჯგუფს მიაკუთვნებენ. შავი მოცხარი თავიდან გვაცილებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებას, აპათიას, აგრესიას, დაღლილობასა და ძილის დარღვევას; სასარგებლოა ნერვული სისტემის, თმის, ფრჩხილებისა და კანისათვის. მისი ნაყოფი გამოიყენება გაციების, თვალის, ყელისა და თირკმელების დაავადებისას, რევმატიზმის, ჰიპერტონიის, დიათეზის, ანემიის დროს.

სამკურნალოდ გამოიყენება შავი მოცხარის ფოთლებიც და კვირტები მდიდარია კაროტინით, ფიტონციდებით და ეთერზეთებით. ფოთლები გამოიყენება სხვადასხვა სასმელსა და ლიქიორებში, დიეტურ სალათებში, ხოლო გამშრალი სახით – ჩაის ნაყენის დასამზადებლად, ასევე, ანტიბიოტიკების აქტიურობის ასამაღლებლად. ეფექტურია ანემიის, ხველის, დიარეის, რევმატიზმის, თირკმელში ქვების, ათეროსკლეროზისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

ფოთლებისა და კვირტების ნაყენი გამოიყენება როგორც სუსტი გამხსნელი. ზოგჯერ ნაყოფების, ფოთლების და ქერქის ნაყენს იყენებენ ნივთიერებათა ცვლის მოშლის, გაციებისა და ყივანახველის, საშარდე ბუშტის დაავადების და თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს.

შავი მოცხარის ფოთლებს, კვირტებს და ნაყოფებს, ეთერზეთთან ერთად, დეზინფექციის თვისებები აქვს, ფოთლებისა და ნაყოფების პრეპარატი სპობს დიზენტერიის ჩხირებს.

შავი მოცხარის, ჟოლოს და მოცვის ფოთლები, ასკილის ნაყოფთან ერთად, ვიტამინის კომპლექსის შემცველობისაა. ამიტომ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა ადრე გაზაფხულზე ავიტამინოზის დროს.

ამგვარად, მოცხარი წარმოადგენს ძალების აღმდგენ, გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის, მეხსიერების გამაუმჯობესებელ საშუალებას, აქვს სამკურნალო თვისებები, თუმცა, კუჭის წყლულოვანი დაავადებებისა და გასტრიტის დროს მისი მიღება არ არის რეკომენდებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...