მედიცინა

მენსტრუალური ციკლის ნორმა და დარღვევები

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.07

მენსტრუალური ციკლი
დაკოპირებულია

მოზარდ გოგონებში ხშირია მენსტრუალური ციკლის დარღვევით გამოვლენილი პრობლემები.

მენსტრუაცია უნდა იყოს, მინიმუმ, 21 დღეში ერთხელ ან, მაქსიმუმ, 35 დღეში ერთხელ. თუ შუალედი უფრო მცირეა ან უფრო დიდი, ეს არის ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტის პირდაპირი ჩვენება.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით სისხლს კარგავს მოზარდი მენსტრუაციის დროს. 150 მილილიტრზე მეტი არ არის ნორმა, ასევე, საყურადღებოა მენსტრუაციის ხანგრძლივობა 7 დღეზე მეტხანს და ორივე ექიმთან მიმართვიანობის ჩვენებაა.

ექიმს უნდა მიმართოთ მაშინაც, თუ ციკლთა შორის პერიოდში სისხლიანი გამონადენი აღგენიშნებათ. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზარდების უმრავლესობას თავიდან ციკლი არ აქვთ რეგულარული, ამ პერიოდში საჭიროა ბავშვთა გინეკოლოგის მეთვალყურეობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს მედიკამენტური მკურნალობა.

როგორც წესი, 2 წლის განმავლობაში ციკლი უნდა დარეგულირდეს და ჩამოყალიბდეს რეგულარულ მენსტრუალურ ციკლად.

ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ჰიგიენას, სწორად შერჩეულ ჰიგიენურ საშუალებას, ჰიგიენის სიხშირეს, ასევე, მნიშვნელოვანია საცვლის სტრუქტურაც – სასურველია, ის იყოს ბამბის მასალისგან დამზადებული.

მნიშვნელოვანია, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ მათი შვილების ჰიგიენას, რადგან ბავშვობიდან სწორი ჰიგიენური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკში ბევრი გინეკოლოგიური პრობლემის მოგვარების გარანტიაა.

მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, იწვევს არა მარტო სასქესო ორგანოების დისფუნქცია, არამედ ისეთი პათოლოგიებიც, როგორებიცაა:

🔴 მწვავე ან/და ქრონიკული ინფექციები

🔴 ენდოკრინული სისტემის დაავადებები

🔴 ჰორმონული დარღვევა

🔴 ნერვული სისტემის პრობლემები, ტრავმა, სტრესი

🔴 ავიტამინოზი/ ვიტამინების დეფიციტი ორგანიზმში

🔴 სიმსუქნე

🔴 ხშირი და ხანგრძლივი დიეტა

🔴 გენეტიკური წინასწარგანწყობა

🔴 მენსტრუალური ციკლის რიტმის ცვლილება

🔴 ოპსომენორეა – მენსტრუალური ციკლი მეორდება იშვიათად, 30-50 დღეში ერთხელ. ხოლო თუ ინტერვალი 8 კვირაზე მეტია, ეს ამენორეაა

🔴 ტაქიმენორეა/პროიომენორეის დროს ციკლის ხანგრძლივობა 21 დღეზე მცირეა.

მენსტრუაციის ხანგრძლივობის ცვლილება-ოლიგომენორეა – ხანგრძლივობა შემცირებულია, რიტმი – შენარჩუნებული. პოლიმენორეა – გახანგრძლივებულია მენსტრუაცია (7 დღეზე მეტია). ციკლის პერიოდში სისხლის გამოყოფის ნორმალური მაჩვენებელია 50-150 მილილიტრი. როდესაც რაოდენობა აღემატება ნორმას ანუ 150 მილილიტრს, ამ პათოლოგიურ ჩვენებას ეწოდება ჰიპერმენორეა (ჭარბი სისხლდენა), ხოლო, როცა გამოყოფილი სისხლის რაოდენობა 50 მილილიტრზე ნაკლებს შეადგენს – ჰიპომენორეა (ცოტაოდენი სისხლდენა)

პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია:

🔴 ემოციური ტრავმებისგან თავის დაცვა

🔴 ფიზიკური დატვირთვების გაკონტროლება

🔴 სხეულის ოპტიმალური მასის შენარჩუნება

🔴 მეტი ვიტამინის ჩართვა რაციონში

🔴წელიწადში ერთხელ მაინც ფიზიოთერაპიული პროფილაქტიკის ჩატარება, რომლითაც რეგულირდება ჰორმონალური ფონი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...