მაყვლის სასარგებლო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.08, 2024 წელი
მაყვალს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ამის გამო, მის ექსტრაქტზე ხშირად ამზადებენ სახის საცხებს მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის, მისი წიპწა კი ეფექტურად გამოიყენება სახის კანის პილინგის პროცედურისთვის, რითაც სავსებით შესაძლებელია სახის კანის იდეალური გაწმენდა და მისთვის ნათელი ფერის დაბრუნება. მაყვალს თმის მოვლის საშუალებებშიც არანაკლებ წარმატებულად იყენებენ: მაყვალზე დამზადებული თმის შამპუნები და ნიღბები თმის ღერის სტრუქტურას აუმჯობესებენ და ამცირებენ მათ მტვრევადობას, მაყვლის შემცველი შამპუნით კი შესაძლებელია, მშრალი და ნორმალური თმის ღერების კარგად გამოკვება.
მაყვალში, ასევე, დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ სახის კანის მოვლის ინდუსტრიები. თუ მაყვალს ხშირად და დიდი რაოდენობით მიირთმევთ, თავისუფალი რადიკალების გამოდევნის გარდა, ასევე, შეძლებთ ათეროსკლეროზის გაჩენის რისკის შემცირებასა და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას. მაყვლის ფოთლებისგან მზადდება ძალზე სასარგებლო ჩაი, რომელიც იმუნური სისტემის გასამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევა.
მაყვლის ნაყოფის ნახარში ხასიათდება სიცხის დამწევი თვისებებით. არის აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება. მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისებების გამო მის ნახარშს ხშირად იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს.
ცხიმიანი სახის კანისთვის შეგიძლიათ მაყვლისგან შემდეგი ნიღაბი დაამზადოთ: 50 გრამი დაბლენდერებული მაყვალი შეურიეთ ნახევარ ჩაის კოვზ თაფლს, ჩაუმატეთ ლიმონის რამდენიმე წვეთი. წაისვით სახეზე და 15 წუთი დაიტოვეთ, შემდეგ კი ნელთბილი წყლით ჩამოიბანოთ.
მშრალი მაყვლის ნაყოფს იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს. არის ოფლმდენი საშუალება. გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას, ხოლო მკვახე – შემკვრელი მოქმედებისაა.
ზედა სასუნთქი გზებისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს: 20 გრამ მაყვლის ფოთოლსა და ფესვს, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. 3 საათის შემდეგ გადაწურეთ და მასა ისევ იმდენი გახდება, რაც დუღილამდე იყო. მიიღეთ 2 სადილის კოვზი, 3-4 ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
შაქრიანი დიაბეტის დროს: მიირთვით ნებისმიერი რაოდენობის მაყვალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან