მედიცინა

ლიმონის სამკურნალო თვისებები

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 31.03, 2023 წელი

ლიმონი
დაკოპირებულია

ლიმონი მეტად სასარგებლო ციტრუსია. ლიმონის წვენს ნიშნავენ ციებ-ცხელების დროს წყურვილის მოსაკლავად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე იყენებენ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარისა და კენჭოვანი დაავადებების დროს. გაზავებული ლიმონის წვენი კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთებების, ანგინის დროს – ყელში გამოსავლებად. ლიმონის წვენის წყალხსნარით კურნავენ ქრონიკულ ბუასილს. ჰონორეის შემთხვევაში მიმართავენ ლიმონის წვენისა და სტრეპტოციდის ნარევს ვაქცინის სახით. გარეგანი მოხმარებისთვის ლიმონის წვენი ინიშნება კანის სოკოვანი დაავადებებისა და ქავილის აღმოსაფხვრელად. ის შედის მრავალი მალამოსა და ლოსიონის შემადგენლობაში, რომელთაც სახის კანის მოსავლელად, ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად იყენებენ.

შეიტანეთ რაციონში ლიმონიანი წყალი ყოველდღე. ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

შეუძლებელია იმუნიტეტის გაძლიერება, თუ რაციონში ლიმონი არ შედის.

რამდენიმე ლიმონის წვეთი და ჯანსაღი სუნთქვა გარანტირებულია. ლიმონი წმენდს და ანადგურებს ბაქტერიებს და ხელს უშლის პირიდან უსიამოვნო სუნის გავრცელებას.

ლიმონის წვენი ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს, რომელიც სასარგებლოა კანისთვის. როდესაც ლიმონიან წყალს სვამთ, კანის მდგომარეობაც უმჯობესდება.

ზაფხულში აუცილებელია წყლის სათანადო რაოდენობით დალევა, სასურველია მისი ოდნავ შემჟავება ლიმონის წვენით. გაძლიერებული ოფლდენის დროს, სასმელ წყალს შეგიძლიათ მცირეოდენი მარილიც კი დაუმატოთ.

ლიმონის წვენი ხველებას შეგიმსუბუქებთ.

თუ სუსტი ბრონქები გაქვთ: 1 ცალ ლიმონს დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით ქურიდან, აცადეთ გაცივება, გაჭერით შუაზე და წვენი ჩაის ჭიქაში გამოწურეთ. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი სასმელი გლიცერინი და ჭიქა თაფლით შეავსეთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ და ძილის წინ.

ართრიტის დროს მდგომარეობის შესამსუბუქებლად უნდა გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი:

ინგრედიენტები:

• 5 სადილის კოვზი ლიმონის წვენი (50 მილილიტრი);

• 1 ჩაის კოვზი თაფლი (7,5 გრამი);

• 1 ჩაის ჭიქა წყალი (250 მილილიტრი).

მომზადების წესი:

წყალი შემოდგით ცეცხლზე და ადუღებისთანავე დაამატეთ დარიჩინი. ადუღეთ 15 წუთი, გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ 10 წუთი. გადაწურეთ, გადაასხით ფინჯანში, დაამატეთ ლიმონი და თაფლი. შედეგის მისაღებად რეგულარულად დალიეთ ყოველდღე (უზმოზე).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი