ლიმონის გასაოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
ლიმონი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ციტრუსია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს. მას მრავალი სამკურნალო თვისება აქვს:
1. იმუნური სისტემის გაძლიერება – ლიმონში არსებული C ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით სისტემას, ეხმარება გაციების, გრიპისა და სხვადასხვა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
2. ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება – ლიმონის წვენი ახდენს მიკრობების, ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურებას, ამიტომ ხშირად გამოიყენება ხახის ტკივილის ან ტონზილიტის დროს გამოსარეცხად.
3. კუჭ-ნაწლავის სისტემის გაუმჯობესება – ლიმონი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას და ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნებაში. დილით ლიმონიანი თბილი წყალი ლიმონით ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გააქტიურებას.
4. სისხლის წმენდა და წნევის რეგულაცია – ლიმონი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას და ხელს უწყობს სისხლის წნევის ნორმალიზებას.
5. კანისა და თმის ჯანმრთელობა – ლიმონში არსებული ანტიოქსიდანტები და მჟავები აჩერებს კანის დაბერების პროცესს, ამცირებს პიგმენტურ ლაქებსა და აკნეს. ლიმონის წვენი ასევე კარგია თმისთვისაც – აძლევს თმას ბზინვარებას და ამცირებს ცხიმიანობას.
6. ორგანიზმის დეტოქსიკაცია – ლიმონი ასუფთავებს ღვიძლს, ეხმარება ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფაში. რეგულარული მიღება აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას და ენერგიის დონეს.
7. ანტიოქსიდანტური მოქმედება – ლიმონი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც იცავენ უჯრედებს ნაადრევი დაბერებისგან და ავთვისებიანი წარმონაქმნებისგან.
8. სუნთქვის გაუმჯობესება – ლიმონის არომატი და წვენი ეხმარება სუნთქვას, ხოლო ჩაისთან ან თბილ წყალთან ერთად მისი მიღება ამცირებს ხველას და ყელის გაღიზიანებას.
* გაციების და გრიპის დროს – აიღეთ ერთი ლიმონი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჭიქა თბილი წყალი. შეურიეთ და მიიღეთ დღეში 2–3-ჯერ. ლიმონი და თაფლი ერთად ამცირებს ხველას, ამშვიდებს ყელის ტკივილს და აძლიერებს იმუნიტეტს.
* კუჭზე სიმძიმის შეგრძნებისას – 1 ჭიქა თბილ წყალში ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი და დაუმატეთ სოდა ჩაის კოვზის წვერით. დაელოდეთ 1-2 წუთი, სანამ შუშხუნა რეაქცია ჩაცხრება და დალიეთ. ეს ნაზავი ეხმარება საჭმლის მონელებას და ამცირებს მჟავიანობას.
* კანისთვის (პიგმენტური ლაქებისა და აკნეს საწინააღმდეგოდ) – აურიეთ ლიმონის წვენი და თაფლი თანაბარ რაოდენობად. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი ათეთრებს კანს, ასუფთავებს ფორებს და ამცირებს ანთებას.
* სისხლძარღვების გასაძლიერებლად და ქოლესტერინის დასაწევად – 3 ლიმონი და 3 თავი ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული მასა მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით 1 ლიტრი თბილი წყალი. ორი დღე გააჩერეთ ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
* თმის ცხიმიანობის შესამცირებლად და ბზინვარებისთვის – 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალში და თმის დაბანის შემდეგ გადაივლეთ. ლიმონი არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და თმას ბზინვარებას ანიჭებს.
* ყელის ტკივილის დროს – ნახევარი ლიმონის წვენი აურიეთ 1 ჩაის კოვზ მარილში და გახსენით ნახევარ ჭიქა თბილ წყალში. გადაივლეთ დღეში რამდენჯერმე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




