მედიცინა

„ლაზიკამედის“ გამოცდილი გუნდი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

№1

ავტორი: მაკა ჯიქია 12:30 10.01, 2022 წელი

კესო ლეგენიძე
დაკოპირებულია

სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი „ლაზიკამედი“ რამდენიმე წლის წინ გაიხსნა და მოკლე დროში შეძლო პაციენტების ნდობისა და აღიარების მოპოვება. ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და პროფესიონალთა გუნდი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გარანტია. „ლაზიკამედის“ უპირატესობების შესახებ უფრო დაწვრილებით კლინიკის კლინიკური მენეჯერი კესო გელენიძე გვესაუბრა:

– როგორც ვიცით, სამედიცინო ცენტრი „ლაზიკამედი“ რამდენიმე წლის წინ დაარსდა და მოსახლეობის ნდობა ძალიან მოკლე დროში დაიმსახურა. ასევე გაიხსნა ფილიალები სენაკში და ნაბადის უბანში. რა სახის მომსახურების მიღება შეუძლია მოქალაქეს კლინიკის ფილიალებში?

– სამედიცინო ცენტრი „ლაზიკამედი“ მეხუთე წელია, რაც სამედიცინო ბაზარზე არსებობს და ჩვენ მიმართ მოსახლეობის ინტერესი და პაციენტთა ნდობა პირველივე წლიდან ვიგრძენით. მათ იმედები არ გავუცრუეთ და შევთავაზეთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება როგორც გეგმურ, ისე გადაუდებელ ამბულატორიულ სეგმეტში.

შევძელით და მათ მივაწოდეთ ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში არსებული საჭირო და აუცილებელი ამბულატორიული სამედიცინო სერვისი. ადგილზე ჩამოვიყვანეთ ქვეყანაში ცნობილი თითქმის ყველა კონსულტანტი. ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადეთ მათთან ვიზიტი. ყოველწლიურად გავაძლიერეთ ლაბორატორიული და ინსტრუმენტულ-რადიოლოგიური სეგმენტი. მათ შორის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მომსახურება.

ჩამოვაყალიბეთ სტომატოლოგიური განყოფილება – მომსახურების სრული სპექტრით.

აქტიურად ჩავერთეთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, რისთვისაც გავხსენით ფილიალი ფოთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უბანში – ნაბადაში, ამასთან, ცალკე, იზოლირებულად, რათა არ გადაკვეთილიყო ამბულატორიული პაციენტისა და ვაქცინაციის მსურველთა გზები.

ფოთში წარმატებული ფუნქციონირების შემდეგ იმავე მოდელით ავამუშავეთ სამედიცინო ცენტრი ქალაქ სენაკში – „ლაზიკამედი სენაკი“.

პარალელურად, სენაკში გავხსენით კოვიდკლინიკა, რომლის წარმატებით მართვის ფონზე საწოლფონდი 40 საწოლიდან ეტაპობრივად გავზარდეთ 120 საწოლამდე და გავხდით სამეგრელოს რეგიონში (და არა მარტო) ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი კლინიკა ამ რთული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შევძელით და გავაფორმეთ მემორანდუმი თურქეთის დიდი ქალაქების წამყვან კლინიკებთან. მძიმე ან, სამწუხაროდ, გაურკვეველი (ძირითადად ონკოლოგიური პაციენტები) დიაგნოზის მქონე პაციენტებს ვაგზავნით გამოცდილ და პროფესიონალ სპეციალისტებთან, საიდანაც ისინი დაკვალიანებული და გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი ბრუნდებიან.

– როგორც ვიცით, „ლაზიკამედი“ პერიოდულად აწყობს აქციებს, ტარდება უფასო კონსულტაციები...

– დიახ, „ლაზიკამედი“ აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო აქციებში. პერიოდულად ვატარებთ უფასო აქციებს. ფინანსურად ვეხმარებით საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ჩვენთან რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, რაც სახელმწიფო პროგრამით არ იფარება, ხშირად უფასოდ გვაქვს ან ძალიან მიზერულ ფასად.

– მსგავს აქციებს თუ გეგმავს კლინიკა უახლოეს მომავალში?

– რა თქმა უნდა, პირიქით, შემიძლია გითხრათ, კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სამოქმედო არეალს და კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი იგრძნობს მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან როგორც ფინანსური, ისე კლინიკური კუთხით.

– რას გეგმავს „ლაზიკამედი“ სამომავლოდ?

– მომავალში ვგეგმავთ, გავაფართოოთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი. რაზეც მუშაობა უკვე აქტიურ ფაზაშია. სურვილია და გეგმაში გვაქვს, გვყავდეს ჩვენი რეფერალური ბრიგადა. ასევე, ვაპირებთ, დავაარსოთ მოხუცთა თავშესაფარი. აღსანიშნავია, რომ უკვე ვამუშავებთ წიგნს, რომელიც მალე გამოიცემა. მასში თავმოყრილი იქნება ,,ლაზიკამედის“ დაარსების დღიდან დღემდე ჩვენი ექიმების მიერ აღმოჩენილი, სწორად დიაგნოსტირებული და ნამართი ურთულესი ქეისები.

– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– ჩვენი წარმატების საიდუმლო არის ერთ მუშტად შეკრული ძლიერი და გონიერი გუნდი. გუნდი, რომლის თითოეულმა წევრმა იცის თავისი საქმე და არასოდეს სჭირდება გადამოწმება, ხარისხიანად შეასრულა თუ არა მასზე დაკისრებული მოვალეობა. დღეს მე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ შევდექით, როგორც ერთი სრულყოფილი მთლიანობა. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და გვჯერა, რომ ჩვენი გუნდური მუშაობა მომავალში ახალ სიმაღლეებზე გაგვიყვანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი