მედიცინა

ქუსლის ძვლის წანაზარდი

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.01, 2022 წელი

ქუსლის ძვალი
დაკოპირებულია

ეს ის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ქუსლის ძვალზე წანაზარდის გაჩენა, რომლის ზომა შეიძლება იყოს 2-3 მილიმეტრიდან 1-2 სანტიმეტრამდე.

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

* ბრტყელტერფიანობა;

* ჭარბი წონა;

* მოუხერხებელი და ვიწრო ფეხსაცმელი;

* ქუსლის ძვლის ტრავმები;

* წელის ოსტეოქონდროზი;

* მსხვილი სახსრების დაავადებები;

* სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

* ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

სიმპტომები

* დგომისა და სიარულისას ტერფის ძლიერი ტკივილი;

* დასვენებისა და ძილის შემდეგ მწვავე ტკივილი;

* საღამოს პერიოდში ტკივილის გამწვავება.

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ორთოპედის კონსულტაცია. ტარდება:

* სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;

* ფიზიკური დათვალიერება;

* ქუსლის რენტგენი;

* ტერფის მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევა.

მკურნალობა

* მასაჟი;

* სამკურნალო ფიზკულტურა;

* ფეხებისთვის განკუთვნილი თბილი აბაზანები;

* ფიზიოთერაპია;

* ორთოპედიული საფენების გამოყენება;

* შოკურ-ტალღური თერაპია;

* მედიკამენტური ბლოკადები;

* ოპერატიული ჩარევა.

საშიშროება

დაავადების გართულებამ შეიძლება, გამოიწვიოს კოჭლობა და დამოუკიდებლად გადაადგილების შეუძლებლობა.

რისკის ჯგუფი

* ქალები 40 წელს ზემოთ;

* ბრტყელტერფიანები;

* ჭარბწონიანები;

* სპორტსმენები;

* ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პრობლემების მქონე პირები;

* ქუსლის ძვლის ტრავმების მქონე პირები.

პროფილაქტიკა

რეკომენდებულია:

* სახსრების, ხერხემლის, ბრტყელტერფიანობის დროული მკურნალობა;

* ტერფებზე დიდი დატვირთვის არიდება;

* ორთოპედიული საფენებით ფეხსაცმლის ტარება;

* ფეხების ვარჯიშის შესრულება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი