მედიცინა

ყურის ანთების გამომწვევი მიზეზები და პროფილაქტიკა

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.02, 2021 წელი

ყურის ანთება - სიმპტომები
დაკოპირებულია

ოტიტი, ანუ ყურის ანთება, მტკივნეული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზრდილებში.

იმის მიხედით, ყურის რომელი ნაწილის ანთებასთან გვაქვს საქმე, გამოყოფენ ოტიტის სამ სახეობას: გარეთა, შუა და შიგნითა ყურისას.
ქრონიკული შუა ოტიტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა. მას ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს შორის მეორე ადგილი უკავია. ქრონიკული ოტიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სოციალურ-ეკონომიკური და ჰიგიენური პირობები.


ქრონიკულ ჩირქოვან შუა ოტიტს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
* ყურების ტკივილი;
* თავის ტკივილი, თავბრუ, წონასწორობის დაკარგვა;
* ყურის შიგნით მწვავე ტკივილი;
* ყურის დახშობა;
* სმენის დაქვეითება;
* ყურის ნიჟარის კანის გაწითლება;
* მაღალი ტემპერატურა;
* ყურიდან სეროზული, სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონადენი.
პროფილაქტიკა:
* მწვავე ოტიტის ჩამთავრების შემდეგ საჭიროა დაფის აპკის მდგომარეობის ვიზუალური შემოწმება სპეციალისტთან;
* მოარიდეთ ყური წყალს;
* ქრონიკულ ოტიტს ტკივილი არ ახასიათებს, ამიტომ ჩირქდენა ტკივილის გარეშე ქრონიკული ოტიტის ერთ-ერთი პირველი სიმპტომია;
* სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს და არა პედიატრს და თერაპევტს;
* სისხლიანი გამონადენი ყურიდან და ცუდი სუნი გართულების მომასწავებელია;
* ექიმის გარეშე ნუ გამოირეცხავთ ყურს;
* პროცესის გამწვავების (ჩირქდენის) შემთხვევაში დროულად მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.
გარეთა ოტიტების განვითარებას ხელს უწყობს დაბინძურებული წყლის მოხვედრა ყურში და ყურის გაღიზიანება სხვადასხვა უხეში საგნებით. შუა ოტიტი ვითარდება სხვადასხვა ვირუსული ინფექციების დროს. ოტიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის გაძნელების ნებისმიერი მიზეზი.
გაითვალისწინეთ, რომ ოტიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
* ჭარბი ნესტი ყურში – ძლიერი ოფლიანობა, ნოტიო ამინდი და ცურვის შემდეგ დარჩენილი წყალი ბაქტერიების ზრდისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის;
* ყურის არხის დაზიანება – ყურის გამოწმენდა ჩხირით ან თმის სამაგრით, ყურსასმენების გამოყენება ხელს უწყობს პატარა დაზიანებების განვითარებას და ბაქტერიების გამრავლებას;
* ალერგიული რეაქციები – თმის პროდუქტებმა და სამკაულებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიები, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციას.


ოტიტი გაცილებით ხშირად გვხვდება ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. ამის მიზეზი ის ანატომიური თავისებურებებია, რომელიც ბავშვის ყურს ახასიათებს. ბავშვებში ყურისა და ცხვირის დამაკავშირებელი არხი მოკლე და ფართოა. თუმცა, ოტიტის განვითარება ბავშვის იმუნურ სისტემაზეცაა დამოკიდებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა