კიტრის გასაოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.07
კიტრი შეიცავს სასარგებლო ნუტრიენტებს და ანტიოქსიდანტებს მასში არის მაგნიუმი, კალიუმი, ბიოტინი, ვიტამინები A და B1, რომლებიც უზრუნველყოფენ კანისა და თმის დატენიანებას, ანიჭებენ სიმკვრივეს, იცავენ გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან. კიტრის წვენი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია კანის აღდგენა და პიგმენტაციის შემცირება. კიტრის ნათალს აქვს გამაძლიერებელი თვისება და ხელს უწყობს კანისთვის სიმკვრივის მინიჭებას. ხოლო ანტიასაკობრივი თვისებების მქონე ანტიოქსიდანტი – ყავის მჟავა, ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ბოსტნეულად ითვლება, კიტრი არის ხილი. ის შეიცავს უამრავ სასარგებლო საკვებ ნივთიერებას, ასევე მცენარეულ ნაერთებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ზოგიერთი დაავადების მკურნალობას და პრევენციასაც კი.
კიტრი მდიდარია საკვები ნივთიერებებით. კიტრი დაბალკალორიულია, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი ვიტამინითა და მინერალებითაა მდიდარი. კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალსა და ხსნად ბოჭკოებს, რაც მას იდეალურს ხდის ჰიდრატაციის გასაუმჯობესებლად და წონის კლებისთვის. როგორც დაბალკალორიული პროდუქტი, ის გამოიყენება გასახდომი დიეტის დროს. მისი რაციონში ჩართვა, პრაქტიკულად, ყველანაირი დიეტის დროს შეიძლება. ასევე, სასარგებლოა განტვირთვის დღეების მოწყობა. ამ დროს დღეში მხოლოდ 2 კილოგრამ კიტრს მიირთმევთ. ტარტარის მჟავა, რომელიც ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის, ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი განტვირთვის დღეებში სასურველია ორგანიზმზე ფიზიკური დატვირთვის შემცირება. კიტრის წვენს თაფლს თუ დავამატებთ სიცხის დამწევ საშუალებადაც გამოდგება. ხოლო სტაფილოსა და ჭარხლის წვენთან ერთად რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებაა.
კიტრი ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. წყალი, რომელიც მასში დიდი რაოდენობით შედის, წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან, კარგია მოწამვლის დროს, ამცირებს კენჭებს ნაღვლის ბუშტში. კიტრი გამოიყენება კოლიტის დროს, არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას, სასარგებლოა, ასევე, ტუბერკულოზისა და პოდაგრის შემთხვევაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან