მედიცინა

ხახვის სასარგებლო თვისებები

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.01

ხახვი
დაკოპირებულია

ხახვის სასარგებლო თვისებებზე, ალბათ, ბევრი გსმენიათ, მაგრამ შემწვარი ხახვის ანტიბაქტერიულ და ზოგადად სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის.

შემწვარ ხახვს ბევრად უფრო მეტი სასარგებლო თვისება აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ, „ცოცხალ“ ხახვს, ის არეგულირებს არტერიულ წნევას და შაქრის დონეს სისხლში.

თან მას არ აქვს ისეთი მძაფრი სუნი, როგორიც ცოცხალ ხახვს.

შემწვარი ხახვი გამოიყენება ძირმაგარის სამკურნალოდ, მისი დანიშნულება პრობლემური ადგილის დროული მომწიფებაა. ამისთვის საჭიროა დღეში 20 წუთით, ძირმაგარას დააფინოთ შემწვარი ხახვის ფურცელი.

შემწვარი ხახვი ხშირად უნდა მიირთვათ, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც სისხლის შედედების პრობლემებს განიცდიან.

შემწვარ ხახვში ერთდროულად დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები იყრის თავს, როგორიცაა გოგირდი და რკინა, ისინი გლუკოზის დონეს არეგულიერებნ, ამიტომაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდირებულია თითო პატარა ნაჭერი შემწვარი ხახვი ყოველ დილით.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხახვი ჩვეულებრივად არ უნდა შევწვათ, ის უნდა გამოვაცხოთ დაახლოებით 150-180 გრადუსზე.

შემწვარი ხახვის გამოყენებით საგრძნობლად უმჯობესდება ჰიპერტენზიითა და ათეროსკლეროზის მქონე პაციენტების მდგომარეობა.

საერთოდ, ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს. ამას მისი შემადგენლობის თავისებურებები განაპირობებს. ხახვი, ისევე, როგორც ნიორი, მდიდარია გოგირდშემცველი ნაერთებით, რომელიც მას ანიჭებს მძაფრ არომატს და სასარგებლო ეფექტებს. ხახვი შეიცავს ალილ სულფიდების ფართო სპექტრს, სულფოქსიდებსა და პოლიფენოლებს. არსებობს დაავადებების რამოდენიმე ჯგუფი, რომლის დროსაც ხახვის გამოყენება მაქსიმალური სარგებელის მომტანია.

ონიონინი – ხახვში არსებული უნიკალური გოგირდშემცველი ნაერთია. ის თრგუნავს არასასურველი, ანთებითი რეაქციის ინიციატორების აქტივობას. ანტიოქსიდანტ კვერცეტინსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. არაერთხელ დამტკიცდა, რომ ხახვის მიღება ამცირებს ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარების რისკს. გოგირდის შემცველი ნაერთებისა და ფლავანოიდ კვერცეტინის გამო ხახვს აქვს მძლავრი ანტიბაქტერიული დამცველობითი უნარიც.

ხახვის წვენის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ თერაპევტის ნებართვით. ხახვის წვენი, მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკური სუნი აქვს, კარგ გავლენას ახდენს კანზე. იგი გამოიყენება თმის ზრდისა და კანის შეხორცების პროცესის გასაუმჯობესებლად.

ხახვი შეიცავს C ვიტამინსა და B ვიტამინების ჯგუფს. ის დადებითად მოქმე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა