მედიცინა

ქაცვის ზეთის საოცარი სამკურნალო თვისებები

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.04, 2023 წელი

ქაცვის ზეთი
დაკოპირებულია

ქაცვის ზეთი – კუჭის წყლულის მკურნალი

წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდებულია გამოიყენოთ ქაცვის ზეთი. 3-4 კვირის განმავლობაში დღეში 3-ჯერ მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი. პირველი 3-4 დღე ის იწვევს გულძმარვას, კუჭის წვას. ეს უსიამოვნო შეგრძნებები თავიდან რომ ავიცილოთ, ქაცვის ზეთის ბოთლს დაამატეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა 2-პროცენტიანი სოდის ნარევი და კარგად შეანჯღრიეთ.

ქაცვის ზეთის სისტემატურად გამოყენება ამცირებს ან საერთოდ გაგიქრობთ კუჭის ტკივილს, გულძმარვას, წვას.

ბუასილის (ჰემოროი) სამკურნალოდ ქაცვის ზეთი ეფექტური ხალხური საშუალებაა. მისი მიღება უსაფრთხოა ორსულობის დროსაც, როდესაც სხვა ანტიჰემოროიდული საშუალებები არ შეიძლება.

✔️ქაცვი მდიდარია ორგანული მჟავებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და ვიტამინებით, შეუძლია დაზიანებული ქსოვილის რეგენერირება. რადგან ანთების საწინააღმდეგო მოქმედების უნარი აქვს, ხსნის ტკივილის შეგრძნებას, სისხლდენასა და დისკომფორტს, აჩერებს ჰემეროიდული კვანძების ზრდას;

✔️ქაცვის ზეთში შემავალი C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის, რომელიც სისხლძარღვების სიძლიერესა და ტონუსს უზრუნველყოფს.

✔️მთრიმლავი ნივთიერებები ამცირებს ანთებით პროცესს დაზიანებული სისხლძარღვების ადგილზე, აქრობს შეშუპებასა და ჰემოროიდული კვანძების ტკივილს. ქაცვის ზეთში შემავალი პოლიუჯერი ცხიმმჟავები აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიას (სისხლის დინების თავისებურებები) და ხელს უშლის მცირე მენჯის ვენებში მის შეგუბებას.

ქაცვის ზეთს გაღვიძებისთანავე, უზმოზე სვამენ. საკმარისია დღეში ერთი სადილის კოვზი. საკვების მიღება ნახევარი საათის შემდეგ შეიძლება.

დაზიანებულ ადგილზე ქაცვის ზეთის კომპრესის დადება ხელს უწყობს ჰემოროიდული კვანძების გაწოვასა და დაზიანებული სისხლძარღვების აღდგენას. კომპრესი კვანძების წარმოქმნის ადგილზე უნდა დაიდოთ და დღეში სამჯერ გამოიცვალოთ. ქაცვის ზეთში დასველებულ ბამბის ტამპონს დაზიანებულ ადგილზე მთელი ღამით ტოვებენ, რადგან პრობლემის ალაგმვისთვის წოლითი რეჟიმის დაცვა აუცილებელია. მკურნალობა სიმპტომების სრულ გაქრობამდე გრძელდება.

ამ ზეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ის კანის თითქმის ნებისმიერი დაავადების განკურნებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, მისი გამოყენება მიზანშეწონილია მზისგან დამწვარ კანზე. ის ეფექტურია ჭრილობებისა და ნაწოლების სამკურნალოდ. ამ ზეთითვე მკურნალობენ დერმატიტს, ეგზემას, სტრიებსა და გამონაყარს.

ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება. 2 სადილის კოვზ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 2-4 საათით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150 მილილიტრი 2-ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს.

ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად, თითო სადილის კოვზი დღეში და მისი დამთავრების შემდეგაც, 2-3 კვირის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა