კარალიოკის გასაოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.10
კარალიოკი წარმოადგენს ხურმის ნაირსახეობას. მასში ბევრია A, C, E ვიტამინები, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და რკინა.
კარალიოკი საკუთარ რაციონში უნდა ჩართონ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებთ. იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის კი საჭიროა ამ გემრიელი და სასარგებლო ხილის ყოველდღიურად მიღება.
კარალიოკი ამცირებს ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს, ამიტომ ეს ხილი ნამდვილი განძია მწეველებისთვის.
კარალიოკი სასარგებლოა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების, ანემიისა და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
კარალიოკის გამოყენება ანაზღაურებს იოდის ნაკლებობას ორგანიზმში.
კარალიოკი შესანიშნავი შარდმდენია, რომელიც ეხმარება შეშუპებებისგან გათავისუფლებას. დიარეისა და ნაწლავების ინფექციების დროს კი ის უზრუნველყოფს მაღალ ბაქტერიოციდულ ეფექტს. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უამრავი ქალი იყენებს მწიფე კარალიოკისა და ხურმის ნაზ რბილობს, როგორც სახისთვის ეფექტურ ნიღაბს. ეს ნიღაბი განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს პრობლემურ კანზე.
ხურმა 500 სახეობას ითვლის. მედიკოსები მას ჩინურ ატამსაც უწოდებენ. ჩინელები ამტკიცებენ, რომ ნარინჯისფერი ნაყოფი მზის ენერგიით გვავსებს, კურნავს გულს და კვებავს მეხსიერებას.
ხურმა დიეტური პროდუქტია. მას აქვს მატონიზებელი, შარდმდენი, ბაქტერიოციდული ქმედებები, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამაღლებს შრომისუნარიანობას. ორი-სამი ცალი ნაყოფით თავისუფლად შეიძლება შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება.
ხურმის ამ თვისებას დიდი მნიშვნელობა აქვს გულის მანკით დაავადებულთათვის – ორგანიზმი ხურმის შაქარს გულის კუნთის საკვებად იყენებს. ხურმა საუკეთესო საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, რადგან ხურმას შარდმდენი თვისება აქვს და ეს მისი მთავარი თვისებაა, კარდიოლოგიაში სამკურნალო საშუალებადაც კი მიიჩნევენ.
ხშირად ხურმას დიეტური კვების დროსაც უნიშნავენ. მისი ჟელესმაგვარი რბილობი უამრავ პექტინს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ბალასტური ნივთიერებების გამოდევნას. ხურმა სასარგებლოა შარდკენჭოვანი დაავადებების დროსაც, რადგან ნაყოფში შემავალი მაგნიუმი მნიშვნელოვნად აქვეითებს ქვების წარმოქმნის რისკს. ბეტაკაროტინისა და ვიტამინ A-ს, რომლებსაც ხურმა უხვად შეიცავს, ორგანიზმის კიბოსგან დაცვა შეუძლია. დამტკიცებულია – ადამიანებს, რომლების დიდი რაოდენობით მიირთმევენ ბეტაკაროტინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად ემუქრებათ კიბოს განვითარების საფრთხე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან