მედიცინა

ჯონი ბაცანაძის კლინიკა „დენტალ რუმი“ – ადგილი, სადაც ზრუნავენ თქვენს ლამაზ და ჯანმრთელ ღიმილზე

№46

ავტორი: ნინო საყვარელიძე 14:58 18.11, 2021 წელი

ჯონი ბაცანაძე
დაკოპირებულია

ქირურგი და ორთოპედ-ინპლანტოლოგი, კლინიკა „დენტალ რუმის“ დამფუძნებელი, ბატონი ჯონი ბაცანაძე, 20-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, უკვე საკუთარ კლინიკაში ემსახურება პაციენტებს, რომელთა შორის ბევრი არა მარტო მეზობელი, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული. მისი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება პაციენტებს შეუმჩნეველი არ რჩებათ, თუმცა თავად მიღწეულს არასდროს სჯერდება და ყოველდღიურად ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს და უახლესი მეთოდებით მკურნალობა ქართველი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს.

ჯონი ბაცანაძე: დედა თერაპევტი და კარდიოლოგი გახლდათ. ექიმობა მისი რჩევით გადავწყვიტე. თავდაპირველად კოლეჯში ჩავაბარე, შემდეგ უნივერსიტეტში და ბოლოს რეზიდენტურა გავიარე, თუმცა სწავლა და საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის მუშაობა ამით არ დასრულებულა, თვითგანათლების პროცესს მუდმივად ვაგრძელებ, ჩვენი სტომატოლოგია უფრო დიდი ნაბიჯებით ვითარდება და მე, ჩემი მხრიდან, ვცდილობ, მაქსიმალურად ავუწყო ფეხი ამ პროცესებს.

– რა სიახლეებია იმპლანტოლოგიაში?

– დღეს იმპლანტების მრავალფეროვანი არჩევანია და შეგვიძლია, თითქმის ნებისმიერ სიტუაციას მოვერგოთ. იმპლანტი ახალამოღებული კბილისა და ადრე ამოღებულის ადგილზეც უპრობლემოდ ჯდება და აგრძელებს ფუნქციონირებას, ისე, როგორც ნამდვილი კბილი. ამაზე უკეთესი ჯერჯერობით არაფერი გამოუგონიათ.

– ასაკი შეზღუდულია?

– იმპლანტი, 18 წლის ზემოთ, ნებისმიერ ასაკში კეთდება, 90 წლის პაციენტიც კი გვყოლია.

– რამდენად ხელის შემშლელია ქრონიკული თანმხლები დაავადებები იმპლანტის სწორად ფუნქციონირებისთვის?

– ქრონიკული სომატური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული დიაბეტი), რევმატიული დაავადება, ტუბერკულოზი, სისხლის დაავადებები (სისხლმბადი ფუნქციის დარღვევა), ენდოკრინოლოგიური სისტემის პათოლოგიები – ჰიპერ და ჰიპოთირეოზი, იმუნური სისტემის სერიოზული დარღვევები, ასევე ძვლოვანი სისტემის პათოლოგიები ხელს უშლის იმპლანტის სრულფასოვნად ფუნქციონირებას, ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც დენტალური იმპლატაცია უტარდებათ, ეს პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ.

– რა არის ყველაზე აქტუალური მოთხოვნა დღეს?

– დღეს პაციენტების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა ესთეტიკურ მხარეს – ყველას უნდა ლამაზი ღიმილი, რა თქმა უნდა, ფუნქციაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მოთხოვნა ესთეტიკურ სტომატოლოგიაზე თანდათან უფრო მეტად იზრდება.

– როგორც ვიცი, ქართველი პაციენტების გარდა, ხშირად მოგმართავენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

– პანდემიამდე ძალიან ბევრი პაციენტი ჩამოდიოდა თითქმის ყველა ქვეყნიდან. გარკვეული პერიოდი შეფერხებული იყო მათი ვიზიტები და ახლა ისევ განახლდა. ხშირად ჩამოდიან ჩვენი ემიგრანტები. საქართველოში სტომატოლოგია თითქმის ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეზეა განვითარებული, იმდენად მჭიდროა უცხოელ კოლეგებთან კავშირები, ზღვა ინფორმაციის მიღება შეგვიძლია და ეს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს გვაძლევს. პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებამდე წელიწადში რამდენჯერმე გვიწევდა გასვლა სხვადასხვა ქვეყანაში კონფერენციებსა და მასტერკლასებზე დასასწრებად, ჩვენი უცხოელი კოლეგებიც აქტიურად ჩამოდიოდნენ საქართველოში.

– როგორია ვინირის ხანდაზმულობის ვადა?

– ვინირის ხანდაზმულობის ვადა 8-10 წელია, შემდეგ შეგიძლიათ, შეცვალოთ, ვინირი იცავს კბილს კარიესისგანაც, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ცუდ კბილს ვინირი სჯობს.

– სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ რუმის“ დამფუძნებელი ხართ. როგორ გაჩნდა საკუთარი კლინიკის გახსნის იდეა?

– დამოუკიდებლად გასვლა და საკუთარი თავისთვის მუშაობა მინდოდა, მქონდა ამბიცია, რომ საკუთარი კლინიკა გამეხსნა, რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო, იდეამ გაამართლა. დაახლოებით, ხუთი წლის წინ მცირე კლინიკა გავხსენი და მოთხოვნიდან გამომდინარე, მალე გაფართოების აუცილებლობაც დადგა. გარდა ამისა, იმპლანტაციაზე ვარ მიწვევით რამდენიმე კლინიკაში.

– რთულია, ერთდროულად ბიზნესშიც იყო და პარალელურად – ექიმიც?

– რა თქმა უნდა, რთულია. მე უფრო ექიმი ვარ ვიდრე ბიზნესმენი, ექიმის რანგში ბოლომდე ვიხარჯები და ხანდახან ბიზნესს ვაკლებ ყურადღებას.

– ოჯახი გაგვაცანით.

– მყავს მეუღლე და სამი შვილი – ორი ვაჟი და ერთი გოგონა. მეუღლე პროფესიით ეკონომისტია და კლინიკის მართვის პროცესში ძალიან მიდგას გვერდში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი