მედიცინა

ინფარქტისა და ინსულტის პრევენცია

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.07, 2022 წელი

ინფაქტი
დაკოპირებულია

მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი უმძიმესი დაავადებებია, რომელთა სრულად განკურნება შეუძლებელია. ამ სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირველადი და მეორეული პროფილაქტიკის წესების დაცვა:

👉 აუცილებელი პრეპარატების მიღება;

👉 დაბალანსებული კვება;

👉თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.

ინფარქტისა და ინსულტის პრევენცია რეალურია, თუ პროფილაქტიკას სერიოზულად მოვეკიდებით.

მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენციის ძირითად პრინციპებს მიეკუთვნება:

👉 თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა;

👉 ფიზიკური დატვირთვის თანდათანობით გაზრდა;

👉კვების რაციონის კორექცია;

👉ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მაჩვენებლების კონტროლი;

👉დადებითი გუნება-განწყობა;

👉ექიმის დანიშნული მედიკამენტების მიღება.

მიოკარდიუმის ინფარქტის თავიდან ასაცილებლად ძირითადი პრევენციული საშუალებაა ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. აღსანიშნავია, რომ გულის შეტევების განვითარების შემდეგაც აუცილებელია პირველადი პრევენციის წესების დაცვა.

მნიშვნელოვანია ყოველდღიური რაციონის კორექცია.

👉 რაციონში უნდა გაიზარდოს მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის რაოდენობა;

👉რეგულარულად მიიღეთ უცხიმო თევზის, ფრინველის ხორცისა და ზღვის პროდუქტების კერძები, რაც შეიძლება მოერიდეთ წითელ ხორცს;

👉შეზღუდეთ რაციონში მარილი და ცხიმიანი პროდუქტები;

👉მენიუში შემავალ კერძში საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ვიტამინები და მინერალები, კერძოდ, კალციუმი და მაგნიუმი.

ამგვარი დიეტა ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას და იმუნიტეტის ასამაღლებლად ვიტამინების ბალანსის აღდგენას.

ორგანიზმის ტონუსის შესანარჩუნებლად შეძლებისდაგვარად უნდა ივარჯიშოთ. არ არის რეკომენდებული სპორტის მძიმე სახეობით ვარჯიშის დაწყება წინასწარი მომზადების გარეშე. მთავარია, არ გადაიძაბოს ორგანიზმი. საკმარისია ნახევარსაათიანი ვარჯიში კვირაში სამჯერ.

ინფარქტის განვითარების რისკს აქვეითებს სხეულის მასის კონტროლი. ჭარბი წონა მნიშვნელოვანი დატვირთვაა მიოკარდიუმისთვის, რაც შეტევების პროვოცირებას ახდენს. ასევე დაუშვებელია წონის დეფიციტი და წონის მკვეთრი ცვლილება, რადგანაც ამან შეიძლება, გულის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს.

დადებითი ემოციები მნიშვნელოვანი ფაქტორია მრავალი დაავადების განკურნებისთვის. ინფარქტი და ინსულტი კი გამონაკლისს არ წარმოადგენს. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.

ინფარქტისა და ინსულტის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია წნევის კონტროლიც.

ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ წნევის მაჩვენებლებს, რადგანაც მისი მომატებისას მიოკარდიუმი გადაჭარბებული დატვირთვით მუშაობს. მაღალი არტერიული წნევა ინსულტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიცაა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გარკვეული დიეტის დაცვა, რა თქმა უნდა, მედიკამენტურ მკურნალობასა და ვარჯიშთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი