მედიცინა

იმკურნალეთ სტაფილოთი

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.05, 2023 წელი

სტაფილო
დაკოპირებულია

სტაფილო მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის ჯანმრთელობას. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს სხვადასხვა დაავადებებისა და დაზიანებისგან, მათ შორსაა კიბო, გულის დაავადება.

A ვიტამინის მიღება ხელს უშლის კუჭის კიბოს წარმოქმნას. ზოგადად, სტაფილო კუჭისთვის მშვენიერი ბოსტნეულია. ის შეჰყავთ კვების რაციონში, როცა კუჭისა და ნაწლავების მუშაობის სტიმულაციაა საჭირო.

სტაფილოს ფოჩებს აქტიურად იყენებს ხალხური მედიცინაც:

👉ჰემოროის სამკურნალო ჩაი – 1 ჩაის კოვზ ხმელ სტაფილოს ფოჩებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ცოტა ხნით დააყოვნეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. მკურნალობის საშუალო კურსი, დაახლოებით, ორი თვეა;

👉ცისტიტის დროს სვამენ ან მხოლოდ სტაფილოს ფოჩების ნაყენს, ან თანაბარი პროპორციით ურევენ ოხრახუშის ნაყენს;

👉სტაფილოს ფოჩების ნაყენს სვამენ სისხლდენისა და მიომების დროს;

👉თირკმლებსა და შარდის ბუშტიდან კენჭების გამოსადევნად აბაზანის შემდეგ მუცლის ქვედა ნაწილზე სტაფილოს ფოჩებისა და თესლის ნახარშში დასველებული ტილო დაიფინეთ;

👉სტაფილოს ნახარშში დასველებული საფენებით მკურნალობენ კანის დაავადებებსაც – დერმატიტს, ფსორიაზს, ალერგიას.

ბუასილისა და კუჭში შეკრულობის დროს ძილის წინ მიიღეთ ერთი ჩაის ჭიქა გახეხილი სტაფილო. სტაფილოს წვენი ბავშვებისთვისაც კარგი სასაქმებელი საშუალებაა.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პირველივე დღეებიდან სვით სტაფილოს წვენი – 100 მილილიტრი, დღეში 2-3-ჯერ. ის კაროტინის საბადოა და ამ დროს დადებითი ეფექტი აქვს.

ანგინის დროს ყელში გამოსავლებად სტაფილოს წვენს შეურიეთ ცხელ წყალში გახსნილი ნატურალური თაფლი. ყელის ტკივილის ან ხველის დროს კარგია სტაფილოს წვენის სიროფის დალევა.

თუ სტაფილოს ხშირად მიირთმევთ, პირის ღრუში მავნე მიკრობების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.

სტაფილო ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. მოზარდისთვის განსაკუთრებით აუცილებელია სტაფილოში შემავალი ვიტამინები, საკვები ბოჭკოები და ანტიოქსიდანტები. საკვები ნივთიერებების გარდა, სტაფილოს ტკბილი გემო და ხრაშუნა ტექსტურა მას ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ფავორიტ ბოსტნეულად აქცევს.

ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ავტოიმუნური დაავადებები, – ჰაშიმოტო, ჰიპოთირეოზი და ასე შემდეგ, კარგია უმი სტაფილო, მაგრამ კიდევ უკეთესია სტაფილოს წვენი, რაც აჩქარებს ორგანიზმში საჭირო ნივთიერებების შეწოვას.

სტაფილო და სტაფილოს წვენი შეგიძლიათ, დღის ნებისმიერ დროს მიირთვათ, თუმცა მისი დილის საათებში უზმოზე მიღება უკეთესი არჩევანია. ორგანიზმი ცარიელ კუჭზე სწრაფად აითვისებს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას. თუ სტაფილოს სხვა საკვებთან ერთად მიიღებთ, ორგანიზმი ნუტრიენტებს შედარებით ნელა შეიწოვს. ასე რომ, მიირთვით დილას ამ ბოსტნეულის წვენი და მთელი დღე თქვენი სხეული მსუბუქი და ენერგიული იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი