იმკურნალეთ ბანანით
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.11

ბანანი არა მარტო გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოც:
- ბანანი ხელს უშლის დაბერების პროცესს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებენ თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, უზრუნველყოფენ ახალგაზრდობისა და კარგი განწყობის შენარჩუნებას;
- ბანანში შემავალ დიეტურ ბოჭკოს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, ამასთან, საჭმლის მონელებასაც აუმჯობესებს;
- ბანანში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმი უზრუნველყოფს თირკმელების ჯანსაღ მუშაობას. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალებს, რომლებიც ამ ხილს 13 წლის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ მიირთმევდნენ, 33%-ით შეუმცირდათ თირკმელების დაავადების განვითარების რისკი. ხოლო მათ, ვინც კვირაში 5-6-ჯერ მიირთმევს, თირკმელების დაავადება 50%-ით ნაკლებად უვითარდებათ;
- ბანანი შეიცავს სპეციფიკურ ცილებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების (სიმსივნის, ნეკროზის ფაქტორის) თავიდან აცილებაში გვეხმარება;
- ბანანში შემავალი ნივთიერებები უზრუნველყოფენ სისხლში შაქრის შემცველობის დარეგულირებას. თუმცა, ამისდა მიუხედავად, დიაბეტის მქონე ადამიანებმა მისი მიღების დასაშვები რაოდენობა ექიმთან შეთანხმებით უნდა გააკონტროლონ;
- ბანანი კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის, განსაკუთრებით კი სისხლის წნევის დასარეგულირებლად. ამას მოწმობს მასში შემავალი კალიუმი და მაგნიუმი. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ამ ხილს, 27%-ით უმცირდებათ გულის დაავადებათა განვითარების რისკი;
- ბანანი შეიძლება დაგეხმაროთ წონის დაკლებაში. მასში შემავალი პექტინი და მდგრადი სახამებელი ამცირებენ მადას და ზრდიან დანაყრების შეგრძნებას;
- ბანანის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც დამატკბობელი საშუალება, მაგალითად, შაქრის ნაცვლად ნამცხვრებში, იოგურტსა და ფაფებში.
- სისხლძარღვების გამავლობის გაუარესების მიზეზი ქოლესტერინია, რომელიც ათეროსკლეროზსაც იწვევს. ბანანი შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს;
- ბანანი შეიძლება, დაგეხმაროთ ვარჯიშით გამოწვეული კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ის ასევე წარმოადგენს ვარჯიშისათვის საჭირო ენერგიის საუკეთესო საშუალებას;
- ბანანი სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც კუჭის წყლული აქვს ან მაღალი რისკის მქონე ჯგუფში იმყოფება. ის შეიცავს განსაკუთრებულ ფერმენტს, რომელიც კუჭის კედლებს იცავს.
ბანანში შემავალი მიკროელემენტები გვჭირდება იმისთვის, რომ ჯანმრთელი კანი და ძლიერი ჩონჩხის სტრუქტურა შევინარჩუნოთ. ის თავის ტვინის სწორ ფუნქციონირებას განაპირობებს, ასევე, დაზიანებისგან იცავს, თავისუფალ რადიკალებს.
ბანანი მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა.
კვლევებით დასტურდება, რომ მაგნიუმი თავის ტვინის ჯანმრთელ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე მას პარკინსონის დაავადების და ეპილეფსიის პრევენციაც შეუძლია.
ზოგიერთი კვლევა იმასაც ადასტურებს, რომ მაგნიუმი ძვლის მინერალური სიმკვრივის გაზრდაში გვეხმარება, რაც ოსტეოპოროზის პრევენციაა.
ბანანს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება, შედეგად ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების დაზიანებას და ჟანგვით სტრესს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან