GM PHARMA – საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე CPHI Barcelona 2023
ავტორი: სოფი ლორია 20:01 10.11

24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI Barcelona 2023 გაიმართა. CPHI გლობალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჩართულ ათასობით პროფესიონალ მწარმოებელს, სხვადასხვა სერვისისა და პროდუქციის მომწოდებელსა თუ შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს.
პირველმა საერთაშორისო, მულტინაციონალურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ საქართველოდან – GM PHARMA-მ, ტრადიციულად, წარადგინა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPHI Barcelona 2023-ზე. აღსანიშნავია, რომ GM PHARMA გახლდათ მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი ეგზიბიტორი (ექსპონენტი) კომპანია საქართველოდან.
გამოფენის ფარგლებში, GM PHARMA-ს გუნდმა უამრავი წარმატებული სამუშაო შეხვედრა გამართა ამჟამინდელ თუ პოტენციურ პარტნიორებთან. მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად განიხილეს ახალი წამლების კვლევა-განვითარების (ეგრეთ წოდებული, R&D co-development), ტექნოლოგიური ტრანსფერის, სალიცენზიო პროექტების (In- და Out-licensing) განხორციელების შესაძლებლობები.
GM PHARMA-ს გეგმაში აქვს 100-ზე მეტი მედიკამენტის განვითარება მომავალი 3-5 წლის განმავლობაში და აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში სწორედ ამ ახალი, თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური მედიკამენტების შექმნა-განვითარების პროექტები განიხილებოდა. ახალი და გამორჩეული პრეპარატების საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში დანერგვით, კომპანია სამედიცინო საზოგადოებასა და მოსახლეობას სხვადასხვა პათოლოგიის უფრო ეფექტური პრევენციისა და მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს და იმავდროულად, მაქსიმალურად დააკმაყოფილებს არსებულ თერაპიულ საჭიროებებსაც.
„ამჟამად GM Pharma-ს კვლევა-განვითარების დეპარტამენტში განვითარების სხვადასხვა სტადიაზეა 9 ახალი პროდუქტი. ამასთან, ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს 2 კარდიო-ვასკულური პროდუქტის Know-how-ს გადმოცემისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის პროცესი ერთ-ერთი უცხოური კვლევითი (R&D) ლაბორატორიიდან. უახლოეს მომავალში იგეგმება კომპანიის კვლევა-განვითარების ლაბორატორიის კიდევ უფრო გაფართოება რბილი ჟელატინის კაფსულების, ორალური ხსნარებისა და სიროფების, მშრალ-ფხვნილოვანი საინჰალაციო კაფსულებისა და სხვა მიმართულებითაც. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს წლევანდელ მონაწილეობასაც გამოფენაზე, სადაც ძველ და ახალ პარტნიორებთან მრავალ ფასეულ პროექტსაც ჩაეყარა საფუძველი. შესაბამისად, GM PHARMA წარმატებით ახორციელებს უდიდესი რეგიონული ცოდნისა და გამოცდილების გლობალურ ხედვასა და ინოვაციებთან შერწყმას. სწორედ ინოვაციური ხედვებისა და ჯანდაცვის სექტორში საექსპერტო ცოდნის ფლობის წყალობით, კვლავაც ამაყად წარვდექით გლობალურ ფარმაცევტულ არენაზე საქართველოს სახელით“, – განაცხადა GM PHARMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ლევან ვარდუაშვილმა.
GM PHARMA 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის GM PHARMA-ს მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, შვეიცარია, აშშ, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია და სხვა.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს პორტფელი აერთიანებს 140 დასახელების მედიკამენტს გამოშვების 230 ფორმით.
GM PHARMA ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან